ბრძოლა არ შედგა- კოლხმა აგორა იოლად დაამარცხა!

ყველა სიახლე
04 მაისი 2018

ბრძოლა არ შედგა- კოლხმა აგორა იოლად დაამარცხა!

საქართველოს  ფუტსალის  ლიგის XVIII ტური აგროსა და  კოლხის  დაპირისპირებით  დასრულდა,   ტურის  ცენტრალურ  შეხვედრაში   კოლხმა „ფინანსისტები“ 6:1   დაამარცხეს.   გამარჯვებული გუნდის  რიგებიდან  დუბლი   ამირან  ცხომარიამ  გაიფორმა.

XVIII ტურის  სხვა  შეხვედრებში   ტატიშვილმა  თელასი  2:1  დაამარცხა,  ბსუ-მ   თბილისს   5:4 აჯობა, აფხაზეთისა და   მართვეს  შეხვედრა  კი  უდისციპლინო საქციელის  გამო ჩაიშალა.

 სატურნირო  ცხრილს   ტატიშვილი  43  ქულით  ლიდერობს, მას ორი  ქულით  ჩამოუვარდება  კოლხი, აგორას  38  ქულა  აქვს  ხოლო  სტუ-თელასი 37  ქულით  საპლეიოფო  ზონის  მეოთხე  ადგილს  იკავებს. 

Sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის   შემდგომ  კომენტარებს

აბდულრაჰმან სარანი, კოლხი: „დღევანდელი შეხვედრისთვის ერთი  კვირის  განმავლობაში, მთელი დატვირთვით  ვემზადებოდით,  როგორც  ფიზიკურად  ასევე  ტაქტიკურად. მოხარული  ვარ  რომ  სასურველ შედეგს  მივაღწიეთ და  გავიმარჯვეთ.  წინ  პლეი-ოფებია  და   მაქსიმალურად  ვემზადებით,    რაც შეეხება  საქართველოს  ფუტსალის  ლიგას,  ვთვლიდი  რომ    დაბალი დონე  იყო,  თუმცა   რაც  აქ  ვთამაშობ  მივხვდი, რომ  არც  ასეთი  მარტივია საქართველოს  ფუტსალის  ლიგაში თამაში,  ვხედავ  რომ   საქართველოს  აქვს   პოტენციელი გაუტოლდეს  ევროპულ დონეს.“

 

 



  © SBM, 2016-2024