სფფ-მ პლეი-ოფი მარცხით დაიწყო!

ყველა სიახლე
29 აპრილი 2018

სფფ-მ პლეი-ოფი მარცხით დაიწყო!

 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის   ჩემპიონთა  ლიგის  ¼  ფინალური  ეტაპის  შეხვედრებმა სტარტი  აიღო. საპლეიოფო  მატჩში  მაუდმა  საქართველოს  ფეხბურთის  ფედერაცია   5:2  დაამარცხა  და  სერიაში   დაწინაურდა.  გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან  დუბლი  მიხეილ  იორამაშვილმა   შეასრულა, სფფ-ს  მოთამაშეებიდან   თავი  ალექსანდრე  იაშვილმა   და  გივი  კვარაცხელიამ  გამოიჩინეს. 

საპლეიოფო  სერიის    სხვა  მატჩებში  თსუ-ჰიუნდაიმ და  საქართველოს  უპივერსიტეტს  7:3 მოუგო. ნატახტარმა  აჭარის  ნაკრებს კი  6:4  აჯობა.   

შემდეგ ეტაპს  ის  გუნდი  ითამაშებს, რომელიც  მეოთხედფინალურ  სერიას  ორი  მოგებით  დაასრულებს. 

Sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარებს

გივი კვარაცხელია, სფფ: „ ვულოცავ  მოწინააღმდეგეს  გამარჯვებას,   თავიდან  ძალიან  ცუდად  დავიწყეთ, პირველ  ხუთ წუთში 3:0  ვაგებდით ,მაგრამ  პლეი-ოფია   აქ  ორ  გამარჯვებამდეა თამაში, მეორე  მატჩით  შანსი  გვაქვს, რომ გამოვასწოროთ  მდგომარეობა.  ასე  რომ   ჩვენ  არ  დავთმობთ არაფერს.  ძალიან  დიდი  მადლობა  მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის.“

ალექსანდრე  აბულაძე, მაუდი: „ პირველი 4 ბურთი გავიტანეთ  პირველ  ხუთ  წუთში.  გაგვიმართლა. ფორტუნა  დღეს  ჩვენს  მხარეს  იყო.   განმეორებითი   შეხვედრა  ერთი  თვის  შემდეგაა  და ვინც  უკეთ  მოემზადება  ის  მოიგებს. ჩვენ  ჩვენის  მხრივ  დანებებას  არ  ვაპირებთ.  მადლობა  მინდა  გადავუხადო  ჩემს  გუნდს  და  მოწინააღმდეგეს.“

დღეს, ასევე   ბრინჯაოს  ლიგის  მეთე  ტურის  შეხვედრებიც  მიმდიანრეობს,  სათამაშო   დღის  პირველ  მატჩში  M2  ვივუსს  დაუპირისპირდა  და   შეხვედრა  4:3  მოიგო,  კრედომ  ინსტა  4:2  დაამარცხა, ტერაბანკმა  ნაბეღლავს  3:0 აჯობა.  McGill- მა  კი დელუქსს 3:2 მოუგო. ბილტმორი  კი კროკობეთთან 0:3  დამარცხდა.

 

 



  © SBM, 2016-2024