მეოთხედფინალურ სერიაში ნატახტარი დაწინაურდა!
ყველა სიახლედღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალური ეტაპის მატჩებმა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ნატახტარი და აჭარა დაუპირისპირდნენ. დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში მატჩი ნატახტარმა 6:4 მოიგო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გატანილი გოლით გიორგი სეფერთელაძე გამირჩა, "აჭარლებიდან" კი საკუთარ აქტივში დუბლი ზურაბ შამილაძემ ჩაიწერა.
ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას კი ის გუნდი მოიპოვებს, რომელიც მეოთხედ ფინალურ სერიას ორი მოგებით დაასრულებს.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
არმენ გალოიანი, აჭარა: „გამოცდილების ხარჯზე მოგვიგო მოწინააღმდეგემ, ნამდვილად დაძაბული და კარგი თამაში იყო. სამწუხაროდ დავმარცხდით, თუმცა შევეცდებით შემდეგი თამაშში გამოვასწოროთ შეცდომები და მოვიგოთ. ნამდვილად კარგი გუნდი ვართ კარგი მწვრთნელი გვყავს, ვიბრძოლებთ მესამე თამაშისთვის.
ერეკლე ასათაშვილი, ნატახტარი:“მეტოქემ არცერთ ეტაპზე არ მოგვცა მოდუნების საშუალება, მოვიგეთ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ამ თამაშმა დაამტკიცა, რომ არცერთი მატჩი არ იქნება იოლი. არ მოველოდით მეტოქის ასეთ თამაშს, ძალიან გაგვიჭირდა პირველ ტაიმში, თუმცა მეორე ნახევარში შევძელით თამაშის დალაგება.“
დღეს, ასევე ბრინჯაოს ლიგის მეთე ტურის შეხვედრებიც მიმდინარეობს, სათამაშო დღის პირველ მატჩში M2 ვივუსს დაუპირისპირდა და შეხვედრა 4:3 მოიგო, კრედომ ინსტა 4:2 დაამარცხა, ტერაბანკმა კი ნაბეღლავს 3:0 აჯობა.