კოლხმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა!
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ. სეზონის XVII ტური, რომელმაც სტარტი ქუთაისში მართვესა და ბსუ-ს დაპირისპირებით აიღო, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა.
სათამაშო დღის მორიგ შეხვედრაში კოლხმა თბილისი 5:2 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ორ-ორი გატანილი გოლით აბდულ სარანი და გოგლა ჭოხონელიძე გამოირჩნენ.
დღის პირველ შეხვედრაში თელასი აფხაზეთს დაუპირისპირდა, მატჩი „ენერგეტიკოსების“ გამარჯვებით 4:3 დასრულდა. ტურის პირველ შეხვედრაში ქუთაისის „მართვემ“ ბსუ 11:6 დაამარცხა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს
დიმიტრი ანდღულაძე, კოლხი: „ ანგარიშიდან გამომდინარე უპირატესობას ვფლობდით. არ იყო დაძაბული თამაში და ვაკონტროლებდით სიტუაციას.“ ვემზადებით უკვე პლეი-ოფებისთვის, ახალი მწვრთვნელი გვყავს და ჩვენთვის ყველა თამაში არის, მოსამზადებელი ეტაპი. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს რეგულარულ ჩემპიონატს რომელ ადგილას დავასრულებთ, მაგრამ პრესტიჟია."