თელასმა აუტსაიდერი მინიმალური სხვაობით დაამარცხა!

ყველა სიახლე
27 აპრილი 2018

თელასმა აუტსაიდერი მინიმალური სხვაობით დაამარცხა!

 საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2017/18 წწ.  სეზონის XVII ტური, რომელმაც  სტარტი   ქუთაისში  მართვესა და  ბსუ-ს   დაპირისპირებით  აიღო,  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  გაგრძელდა. სათამაშო  დღის  პირველ  შეხვედრაში თელასი  აფხაზეთს დაუპირისპირდა და მატჩი "ენერგეტიკოსების"  გამარჯვებით 4:3 დასრულდა. 

შეხვედრაში ორ-ორი გატანილი გოლით   თელასის  მოთამაშე  შოთა  ჭანუყვაძე  და  აფხაზეთის  ფეხბურთელი ბექა მამაგულაშვილი გამოირჩნენ.

 დღის სხვა მატჩებში, კოლხი  თბილისს დაუპირისპირდება.  ტურის ცენტრალური  შეხვედრა კი ტატიშვილსა  და  აგორას  შორის  გაიმართება. 

sbm.ge გთავაზობთ   მატჩის  შემდგომ  კომენტარს

 შოთა  თოფურია,  თელასი: „ კარგი  თამაში  იყო, ორივე  გუნდმა  იბრძოლა. პირველ  ნახევარში   ორი  გოლი  გავიტანეთ, მეორე  ტაიმშიც  თავიდანვე  უპიარეტოსება  მოვიპოვეთ,  თუმცა ბოლოს  როგორც  ყოველთვის მოვეშვით და  ორი  გოლი  მივიღეთ. მომავალ  შეხვედრაში  ტატიშვილთან   მსგავს  შეცდომას  აღარ  გავიმეორებთ. ჩვენმა  გუნდმა  გაინაღდა  პლეი-ოფში  თამაში   და  მინდა  ვთქვა  რომ  თითოეული  მეტოქე  ძალიან  ძლიერია. ვეცდებით  რომ  ყველა  გუნდთან  ვიბრძოლოთ  და  გავიმარჯვოთ. ორთვენახევრის  შემდეგ   დავუბრუნდი  გუნდს ტრავმის  შემდეგ   და  ჩემი  თამაშით  ასე თუ ისე  კმაყოფილი  ვარ.    “

 



  © SBM, 2016-2024