პსპ ოქროს ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ლიდერია!

ყველა სიახლე
22 აპრილი 2018

პსპ ოქროს ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ლიდერია!

თბილისის  ოლიმპიურმა   სასახლემ   ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის  მორიგ  სათამაშო  დღეს  უმასპინძლა, სადაც  ერთმანეთს  ოქროსა და ბრინჯაოს  ლიგის  გუნდები დაუპირისპირდნენ.

სანახაობრივი  გამოდგა  ოქროს  ლიგის  ლიდერთა  დაპირისპირება   ბაქსვუდსა და  პსპს  შორის, რომელიც  პსპ-ს  გამარჯვებით  9:4  დასრულდა.   პსპ-ს  რიგებიდან   ჰეთრიკი  ლევან  კუჭაშვილმა  გაიფორმა, ხოლო  ორ-ორი  გოლი  ნიკოლოზ  კოპლატაძისა და   ლევან  სარდანაშვილის  ანგარიშზეა.  ბაქსვუდის  მოთამაშეებიდან  დუბლით  შალვა  ფირცხალავა  გამოირჩა.

ოქროს  ლიგის რეგულარული  ჩემპიონატი პსპ-მ 23  ქულით პირველ  ადგილზე დაასრულა. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენატრებს

გიორგი  მესხი, ბაქსვუდი: „ვიცოდით  რომ  დაძაბული  მატჩი  გამოვიდოდა, რადგან  პსპ  დიდი  ხანია  რაც  ამ  ჩემპიონატში  ასპარეზობს,  საკადრო  პრობლემებმა  გამოიწვია  ჩვენი  მარცხი   დღევანდელ  შეხვედრაში, ვფიქრობ  ეს ძალიან  მალე  გამოსწორდება, რეალურად  ამხელა  სხვაობა  ანგარიშში  გამოიწვია  იმ შეცდომებმა, რომელიც  თამაშის  განმავლობაში  დავუშვით, დარწმუნებული  ვარ  შეცდომებს  გამოვასწორებთ  და კიდევ  დარწმუნებული ვარ  თუ  კვლავ შევხვდებით პსპს  აუცილებლად  გავიმარჯვებთ.“

გივიკო კაციტაძე, პსპ: „ ცენტრალური  თამაში  იყო, რადგანაც  პირველ-მეორე  ადგილს  ვიყოფდით სატურნირო ცხრილში. ამ  თამაშიდან  გამომდინარე  ჩვენს გუნდს  აუცილებლად  მოგება ჭირდებოდა, რათა  სატურნირო  ცხრილში  პირველი ადგილით  დაგვესრულებინა რეგულარული  ჩემპიონატი.  კარგი თამაში  იყო ბევრი  გოლი  გავიდა  და  რაც  მთავარია  მაყურებელმა  ისიამოვნა. ორივე  გუნდი  მოტივირებული  გამოვიდა,  რადგანაც  ოქროს  ლიგის  ფავორიტია, როგორც  პსპ ასევე  ბაქსვუდი.  ალბათ  უფრო  მეტი  მონდომების  ხარჯზე  გავიმარჯვეთ.“

რეგულარული ჩემპიონატის   ბოლო IX ტური  ბრინჯაოს  ლიგის  მატჩით დაიწყო, სადაც  ერთმანეთს კრედო  ბანკი  და ხალიკ  ბანკი  დაუპირისპირდა,   "საბანკო  დერბი"  კრედო  ბანკის  გამარჯვებით  11:1  დასრულდა.   გატანილი  გოლების  გარეში  დასრულდა  მატჩი   ვივუსსა  და  ინსტას  შორის 0:0.   ტერაბანკმა  ბილტმორი  4:3  დაამარცხა და ამ  მოგებით "ბანკირებმა"  პლეი-ოფში  ადგილი დაიმკვიდრა. ნაბეღლავმა  M2-ს 9:4 მოუგო,  კროკობეთი McGill-თან  2:0 დამარცხდა. ევროპაბეთი დელუქსის შეხვედრაში  კი  ევროპაბეთს ტექნიკური  მოგება   ჩაეთვალა.

რაც შეეხება ოქროს ლიგის მატჩებს: საქართველოს ფოსტამ GWP 8:1 დაამარცხა, პატრულმა ვით-იბი ბანკს 3:1 მოუგო და ამ გამარჯვებით მეტოქე პლეი-ოფს მიღმა დატოვა, ნატახტარმა კი არმიასთან შეხვედრა 1:3 დათმო.  

 



  © SBM, 2016-2024