McGill-მა რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა!

ყველა სიახლე
22 აპრილი 2018

McGill-მა რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა!

თბილისის  ოლიმპიური  სასახლე   ბიზნესისი ჩემპიონთა  ლიგის  მორიგ  სათამაშო  დღეს  მასპინძლობს, სადაც  ერთმანეთს  ოქროსა და ბრინჯაოს  ლიგის  გუნდები ხვდებიან.  დაძაბული და  სანახაობრივი  გამოდგა  შეხვედრა  McGill-სა  და  კროკობეთს  შორის, მატჩი  „იურისტების“  გამარჯვებით  2:0 დასრულდა. შეხვედრაში   გოლები ელიას  ადრემ და ვახტანგ  სირაძემ  გაიფორმეს.

 ამ  გამარჯვებით  McGill -მა  25  ქულით   პირველი ადგილი რეგულარულ  ჩემპიონატში   ვადაზე  ადრე   გაინაღდა.   კროკობეთი კი 19  ქულით  სატურნირო  ცხრილის  მეორე  ადგილას  იმყოფება.

 Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

ვახტანგ  სირაძე, McGill: “  ძალიან  დაძაბული და   საინტერესო  თამაში  გამოვიდა.  მინდა  მოწინააღმდეგე  გუნდს  მადლობა  გადავუხადო  ძალიან  კარგი  გუნდია.  ჩვენს  გუნდს  რაც  შეეხება  მოვემზადეთ    და  მონდომების  ხარჯზე  მოვიგეთ.   ვადაზე  ადრე  გავიფორმეთ  პირველი  ადგილი, სატურნირო ცხრილში. ზოგადად  ადვილი  მეტოქე  ამ  ჩემპიონატში  არ  არის.  დიდი  გეგმები  გვაქვს  და  იმედია  ჩვენი  იმედები  გამართლდება.“

გიორგი ბერბიჭაშვილი, კროკობეთი: „ პირველ რიგში  მადლობა  მინდა  გადავუხადო  მოწინააღმდეგე  გუნდს  ესეთი კარგი თამაშისთვის. გვქონდა  შანსი  რომ  ამ  მოგებით  სატურნირო  ცხრილში   პირველ  ადგილზე   გადავსულიყავით, სამწუხაროდ  ასე  არ  მოხდა.   მთელი  თამაშის  განმავლობაში   ჩამორჩენა  იყო, მაგრამ  ვთვლი,  რომ  აშკარად  ვჯობდით მეტოქეს,  არაუშავს.  გამოვასწორებთ  ამ შეცდომებს  და  უფრო  ძლიერები  ვიქნებით  პლეი-ოფში.   ვფიქრობ, რომ  დღევანდელ  შეხვედრაში  არ  გაგვიმართლა.“

 



  © SBM, 2016-2024