ბილტმორი-ტერაბანკი 2:4. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
22 აპრილი 2018

ბილტმორი-ტერაბანკი 2:4. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

თბილისის  ოლიმპიური  სასახლე   ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის 2017/18 წწ. სეზონის  მორიგ  სათამაშო  დღეს  მასპინძლობს, სადაც  ერთმანეთს  ოქროსა და ბრინჯაოს  ლიგის  გუნდები ხვდებიან. 

 რეგულარული ჩემპიონატის   ბოლო IX ტური , ბრინჯაოს  ლიგის  მატჩით  დაიწყო, რომელშიც  კრედო  ბანკი ხალიკ  ბანკს დაუპირისპირდა, " საბანკო  დერბი"  კრედოს  გამარჯვებით  11:1  დასრულდა. გატანილი  გოლების  გარეში  დასრულდა  მატჩი   ვივუსსა  და  ინსტას  შორის 0:0.   

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა  ტერაბანკი  ბილტმორის  შეხვედრაში,  ტერაბანკმა ბილტმორს 4:2  მოუგო. ბილტმორი  გათამაშების  ერთ-ერთი  ლიდერია,  რომელიც  ამ   შეხვედრაშიც  ფავორიტის  სტატუსით  სარგებლობდა.  აღნიშნული მატჩის  მოგებით  კი   ტერაბანკმა   პლეი-ოფის  საგზური  გაინაღდა. 

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს 

 გიორგი  მიქაუტაძე,  ტერაბანკი: „ ძალიან  დაძაბული თამაში  იყო.  მადლობა  მინდა  ვუთხრა  მოწინააღმდეგეს,  გვჭირდებოდა  ეს  გამარჯვება, რომ გაგვენაღდებინა  პლეი-ოფი.   დღეიდან  ვეცდებით   მოსაგებად ვითამაშოთ .  ტრავმირებული  ფეხბურთელები  გვყავს  გუნდში. ამის  მიუხედავად  მოვახერხეთ  გუნდურად  შევიკარით  და  ვთვლი  რომ პლეი-ოფში, ერთ-ერთი  ფავორიტი   ჩვენც   ვართ.“

 ერეკლე  ასათაშვილი,  ბილტმორი: „ დაძაბული შეხვედრა  გამოდგა. მოწინააღმდეგე  გუნდმა   ჩვენთვის  მოულოდნელად   ძალიან  კარგი თამაში აჩვენა. გამოვედით  ძალიან  მოშვებულები  აქედან გამომდინარე   სულ  წინ  იყო  მოწინააღდეგე  და  ვეღარ  შევძელით   რომ   დავწეოდით,  მინდა  მივულოცო  მეტოქეს.    ვიმუშავებთ  ძალიან  ბევრს, გამოვასწორებთ  ჩვენს  შეცდომებს  და  იმედია  სამეულში  მაინც  დავასრულებთ  ჯგუფურ  ეტაპს.“

რაც შეეხება  ოქროს  ლიგის   მატჩებში  დაფიქსირებულ  შედეგებს:  საქართველოს  ფოსტამ  GWP-ს 8:1  მოუგო, პატრულმა   ვითიბი  ბანკთან 3:1 იმარჯვა  და  ამ  მარცხით "ბანკირებმა" პლეი-ოფში  გასვლის  შანსი  საბოლოოდ  დაკარგა.   ნატახტარმა  კი არმიასთან  შეხვედრა  1:3  დათმო. 

 



  © SBM, 2016-2024