თელასმა ბოლო წამებზე იმარჯვა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის XVI ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. დღის მორიგ მატჩში თელასი ბსუს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშის სხვაობით 4:3 დაამარცხა, მთელი შეხვედრის განმავლობაში "თელასი" უპირატესობას ფლობდა, თუმცა „სტუდენტებმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, რასაც რამდენიმე წამში“ ენერგეტიკოსებმა“ გიორგი სოზაშვილის გამარჯვების მომტანი გოლით უპასუხეს. ბსუ-ს რიგებიდან დუბლით დავით ჯალაღონია გამოირჩა, გამარჯვებული გუნდის მოთამაშეებიდან სამი გატანილი გოლი გიორგი სოზაშვილის ანგარიშზეა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს
შოთა ჭანუყვაძე, თელასი: „მეორე ნახევარში მოვეშვით, ალბათ ვირწმუნეთ გამარჯვება, რაც შეცდომა არის და სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია ეს ყველაფერი. ჩვენი საფიქრალი ამ მომენტისთვის უფრო პლეი-ოფია. რაც შეეხება ჩემს გადმოსვლას თელასში - არ გამჭირვებია გუნდთან ადაპტაცია, იმედია გაცილებით უფრო კარგ ფორმაში შევალ და ჩემს გუნდს დავეხმარები, რაც შეეხება ჩემს სადებიუტო გოლს თელასის რიგებში მოხარული ვარ რომ გოლი გავიტანე.“
ტურის სხვა შეხვედრებში აფხაზეთი აგორას დაუპირისპირდა და მეტოქე 11:1 დაამარცხა, ხოლო თბილისი მართვესთან 5:7 დამარცხდა.