აგორამ სამი ქულა იოლად მოიპოვა!

ყველა სიახლე
20 აპრილი 2018

აგორამ სამი ქულა იოლად მოიპოვა!

 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ფუტსალის  ლიგის XVI ტურის  შეხვედრები  მიმდინარეობს,  დღის  პირველ მატჩში აგორა  აფხაზეთ  დაუპირისპირდა და მეტოქე  11:1 დაამარცხა.

 გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან  სამი გატანილი  გოლით "აგორას" მოთამაშე  გიგა  დანელია გამოირჩა,  რომელიც  ლიგის  ბომბარდირთა  დავას  25 გატანილი  გოლით  ლიდერობს.

მომდევნო მატჩში ბსუ  თელასს დაუპირისპირდება, ტურის  ცენტრალურ  შეხვედრაში  კი ტატიშვილი კოლხს შეხვდება.  XVI ტურის   პირველი შეხვედრა  ქუთაისში  ადგილობრივ  მართვესა და  დედაქალაქურ "თბილისს"  შორის მასპინძელთა  გამარჯვებით  7:5 დასრულდა. 

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდეგ  კომენტარს

ლაშა  სიგუნავა, აგორა: „ ჩვენი  დღევანდელი  მეტოქე  აფხაზეთი ახალგაზრდული  გუნდია,  ამიტომაც   გამოცდილ  გუნდებთან  თამაში უჭირს,   მიუხედავად  ამისა  ნორმალურად  გამოიყურებოდნენ.  შეიძლება  ითქვას, რომ  ძალების  დაზოგვის  ხარჯზე  მოვახერხეთ  მოგება. ახლახანს დაგვემატა   ბრაზილიელი  ლეგიონერი  ბრუნო  მელო, რომელიც  გამოცდილი  ფეხბურთელია  და  "იბერია  სტრაშიც"  თამაშობდა  ასევ "თბილისიდან"  დავიმატეთ  ორი  ფეხბურთელი  და  რუმინეთიდან  დაგვიბრუნდა  მეკარე  დავით კეფაშვილი. ჩვენი  მიზანი  ჩემპიონობაა, წინააღმდეგ  შემთხვევაში  ასე  არ  გავძლიერდებოდით."       

 



  © SBM, 2016-2024