ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
15 აპრილი 2018

ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

თბილისის  ოლიმპიურმა  სასახლემ  სუპერლიგისა და  ვერცხლის ლიგის  რეგულარული  ჩემპიონატის  დასკვნით IX ტურს უმასპინძლა.

ვერცხლის ლიგის  წრიული  ეტაპის  დასკვნით  შეხვედრებში თბილისის  მერია  ეთას  დაუპირისპირდა მატჩი  მერიის გუნდის  გამარჯვებით  4:2  დასრულდა, ხოლო   ლიბერთი ბანკმა  SSPS-ს  დაძაბულ ბრძოლაში  3:2 მოუგო. შეხვედრა სახელმწიფო დაცვის  სპეციალურ  სამსახურსა და "ბანკირებს" შორის თანაბარ ბრძოლაში მიმიდანარეობდა, ბოლო  გამარჯვების  მომტანი  გოლი, კი  მატჩის  ბოლო  წუთზე  ლიბერთი ბანკის  მოთამაშემ ლაშა  გურგენიძემ  გაიტანა.

აღნიშნული  შეხვედრების  დასრულების  შემდეგ  ცნობილი გახდა  თუ  როგორ  დაწყვილდებიან  გუნდები  ¼ ფინალში: ავერსი  ელიტა  ბურჯს  შეხვდება,  საქართველოს  ბანკი შემოსავლების  სამსახურს ლიბერთი  ბანკი  თბილისის მერიასთან  მოსინჯავს  ძალებს,  ხოლო   ჯეო ჰოლდინგი  SSPS-ს გაეჯიბრება.

ლაშა ბაკურაძე, SSPS: "პლეიოფის  საგზური რამდენიმე  თამაშიt ადრე  გავინაღდეთ.მიუხედავად  ამისა  დღეს  მოტივირებულები გამოვედით  მოედანზე.  ვფიქრობ, ორივე  გუნდი  თანაბარი ძალის  ვიყავით, თუმცა  ბოლო წამს  დაშვებული შეცდომით, მოწინააღმდეგე  გუნდს გაუმართლა  და  მოიგეს. საბოლოო ჯამში  კარგი თამაში  გამოვიდა. პლეი-ოფში  ძლიერი  კონკურენტები  გვყავს,  არის  რამდენიმე  გუნდი  რომლებთანაც  თამაშს  არ  ვისურვებდით  პირველ ეტაპზე  მაინც. იმედია  მონდომების  ხარჯზე  შევძლებთ  მივაღწიოთ სასურველ შედეგს."   

ლაშა გურგენიძე, ლიბერთი ბანკი: " საერთო ჯამში ძალიან დაძაბული თამაში  გამოვიდა. შეხვედრა  გარდამავალი  უპირატესობით  მიმდინარეობდა,  გაგვიმართლა  და  3:2  გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანი  გოლი  გავიტანე - გამარჯვების  გოლი. მთელი  მეორე  ტაიმის  განმავლობაში  ველოდებოდი  მომენტს, შანსი  მომეცა  და  გამოვიყენე. გუნდურმა  თამაშმა  გამოიღო შედეგი და  ეს  გოლიც  მთლიანად  გუნდის  დამსახურებაა.  ვიმედოვნებ ამ  მოგებით, პლეი-ოფში შედარებით მარტივი გზით წავალთ! ახლა  იწყება ყველაზე  მნიშვნელოვანი  ეტაპი.- ეტაპი, როდესაც უნდა  დავამტკიცოთ, რომ  ჩემპიონობის  ღირსები ვართ. 

ვერცხლის  ლიგის ¼ ფინალური  ეტაპის  მატჩები 6 მაისს  გაიმართება.  

 

 



  © SBM, 2016-2024