კახა კალაძე: "ყველა გუნდს თანაბარ პირობებში უწევს თამაში- წინ საინტერესო ბრძოლაა!“

ყველა სიახლე
15 აპრილი 2018

კახა კალაძე:

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში სუპერლიგის წრიული  ეტაპი   საქართველოს ფეხბურთის  ფედერაციისა და  და თსუ-ჰიუნდაის შეხვედრით  დასრულდა რის  შემდეგაც  ¼  ფინალური  წყვილების  ვინაობა  გახდა   ცნობილი.

მატჩის  დასრულების  შემდეგ, სუპერლიგის   ბომბარდირმა 16 გატანილი გოლით და  სფფ-ს  გუნდის  წევრმა  კახა  კალაძემ საპლეიოფო   შანსებზე  ისაუბრა. 

კახა  კალაძე,  სფფ: „ რეგულარულ  ჩემპიონატზე  ჩვენი გუნდის  ასპარეზობას დადებითად შევაფასებდი. ცუდად დავიწყეთ  თავიდან,  თუმცა  შემდეგ  გამოასწორა  გუნდმა  თამაში.  მთავარია  რომ  პლეი-ოფში  მოვხვდით   და  შემდეგ   ეტაპს  ვითამაშებთ. მომდევნო თამაშებს  რაც  შეეხება  მაქსიმალური   მობილიზება  დაგვჭირდება. ბევრი  ფეხბურთელი   ტრავმირებული გვყავს,  იმედია  გამოჯანმრთელდებიან და  სრული  შემადგენლობით   შევუდგებით  ასპარეზობას.  ყველა  გუნდს  თანაბარ  პირობებში  უწევს  თამაში  და წინ საინტერესო  ბრძოლა  გველოდება .“

¼ ფინალში:   თსუ საქართველოს  უნივერსიტეტს  დაუპირისპირდება,  ნატახტარი  აჭარასპსპ  ძალებს  კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტთან  მოსინჯავს   ხოლო  სფფ მაუდს  შეხვდება.  

სუპერლიგის 1/4 ფინალური  ეტაპის  პირველი  შეხვედრები  29  აპრილს  გაიმართება.  

 

 



  © SBM, 2016-2024