პსპ ოქროს ლიგის ლიდერია!

ყველა სიახლე
15 აპრილი 2018

პსპ ოქროს ლიგის ლიდერია!

თბილისის  ოლიმპიურმა  სასახლემ ოქროს  ლიგის  VII ტურის გადადებულ მატჩს უმასპინძლა, ერთმანეთს  საქართველოს  პოსტა და  პსპ დაუპირისპირდა,  მატჩი  "ფარმაცევტების" გამარჯვებით  3:0 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის  რიგებში,  დუბლი  ლევან  სარდანაშვილმა  შეასრულა და  ამ  მოგებით   პსპ-მ სატურნირო  ცხილში  პირველი ადგილი კიდევ  უფრო  გაიმყარა. 

sbm.ge გთავაზობთ   მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

შოთა  ფარულავა, საქართველოს  ფოსტა: „ პლეი-ოფის  საგზური  გარანტირებული  გვაქვს, მაგრამ  ეს მოგება თვითდაჯერებულობას  შეგვმატებდა. დასანანი  შეცდომის  გამო გადაწყდა  შეხვედრის  ბედი,მოულოდნელად  გაშვებულმა  ბურთმა   გუნდში   გაგუგებრობა  გამოიწვია   და  ამ შეცდომის  შემდეგ  ვეღარ  მოვახერხეთ  მატჩის  გადარჩენა. შეხვედრის   დასაწყისში  თანაბარი თამაში  იყო, ორმხრივი შეტევებით.   მოწინააღდეგეს  რაც შეეხება,  არაჩვეულებრივად  ასპარეზობენ,  რაც  შეეხება პენალს  მეკარემ  მოიგერია  და  დამატებაზეც   ვერ  შევძელით გატანა. დღეს  ფორტუნა  არ  გვწყალობდა."

ლევან  სარდანაშვილი, პსპ: „ საქართველოს  ფოსტა ორგანიზებული გუნდია,  მწვრთნელის  ხელი  ნამდვილად  ეტყობათ, რაც  შეეხება ჩვენი  გუნდის  სატურნირო  მდგომარეობას  საპლეიოფო  ადგილი   ჩვენთვის  ადრე  გაირკვა,  პირველ   ადგილზე  ვართ და  მნიშვნელოვანია   პირველი ადგილით შევიდეთ  პლეიოფში  რადგან   რაღაც  უპირატესობა  მაინც  არის.

  ჩემს თამაშს რაც შეეხება  ორი  გოლი გავიტანე, არაფერი  განსაკუთრებული,  საჭირო  დროს  აღმოვჩნდი  საჭირო  ადგილას. ერთიორად სასიამოვნოა როდესაც  საკუთარ  გუნდს  ეხმარები   წარმატებაში." 

 



  © SBM, 2016-2024