რეგულარული ჩემპიონატი ავერსმა უდანაკარგოდ დაასრულა!

ყველა სიახლე
15 აპრილი 2018

რეგულარული ჩემპიონატი ავერსმა უდანაკარგოდ დაასრულა!

 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგა   ერთკვირიანი  პაუზის  შემდეგ IX ტურის   შეხვედრებით  განახლდა.  სათამაშო დღეს ერთმანეთს  სუპერლიგისა და   ვერცხლის  ლიგის  გუნდები უპირისპირდებიან.

 დღის,  პირველ  შეხვედრაში ენერგო-პრო და საქართველოს  ბანკს დაუპირისპირდა და მატჩი   ფრედ  2:2   დასრულდა.  დაძაბული  და  საინტერსო   გამოდგა   შეხვედრა  ავერსსა და  ჯეო  ჰოლდინგს შორის, რომელიც  ავერსის  გამარჯვებით  3:0  დასრულდა.  ამ მოგებით „ ფარმაცევტებმა“ რეგულარული ჩემპიონატი   უდანაკარგოდ  დაასრულა და ცხრიდან ცხრა მოგება   გაიფორმა. 

დაძაბულ ბრძოლაში  ჩაირა  შეხვედრამ,  სუპერლიგის  აუტსაიდერებს, იმედსა და თელავს  შორის. ორივე  გუნდისთვის  მიმდინარე  სეზონის  უკანასკნელი   შეხვედრა, თელაველთა  გამარჯვებით  2:1  დასრულდა. 

sbm.ge გთავაზობთ   მატჩის  შემდგომ  კომენატრებს

ირაკლი ბურჭულაძე, ავერსი: „ მოწინააღდეგე  გუნდზე ვიტყვი, რომ  მძიმე  გუნდია  და  სატურნირო  ცხრილში  მეორე  ადგილზე  უმიზეზოდ  არ არიან.   ფიზიკურად  ძლიერები  არიან და  შესაბამისად  გაგვიჭირდა   მოგება.  მთელი  სეზონის  განმავლობაში   ვფიქრობდით, რომ  უდანაკარგოთ გვეასპარეზა  და  ასეც  მოხდა რეგულარულ  ჩემპიონატში,  ვაპირებთ  რომ   არამარტო  რეგულარულში, არამედ მთელი  სეზონის  განმავლობაში   წაუგებლად   ვიასპარეზოთ. მოწინააღმდეგე  გუნდებს კი ვუსურვებ  წარმატებას.“       

 



  © SBM, 2016-2024