XV ტური სიურპრიზების გარეშე დასრულდა!

ყველა სიახლე
13 აპრილი 2018

XV ტური სიურპრიზების გარეშე დასრულდა!

საქართველოს  ფუტსალის  ლიგის XV ტურის  ცენტრალური  და დღის  ბოლო  შეხვედრა  აგორასა  და  ბსუ-ს  შორის აგორას გამარჯვებით 10:4   დასრულდა.  მატჩის  პირველივე  წუთებიდან  უპირატესობა  აგორამ  მოიპოვა  და  მთელი  შეხვედრის  განმავლობაში  ბსუ  მდევრის როლში  იყო.   გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან დუბლით ლაშა  სიგუნავა  და   ჯანო  გიორგაია   გამოირჩნენ. გოლით  აღნიშნა  ყოფილ  გუნდში  დაბრუნება  გიორგი  ალავიძემ, შეხვედრის  საუკეთესო  მოთამაშედ  კი   დავით  ბობოხიძე  დასახელდა.   ბსუს  მოთამაშეებიდან  კი  დუბლი ამირან  ასამბაძემ  გაიფორმა. „სტუდენტების“  რიგებში  ასევე  სადებიუტო  გოლი გაიტანა  ახალწვეულმა  ნიკა  ზაქარიაძემ.

გურამ  მამაცაშვილი, აგორა: „მადლობა  მოწინააღმდეგე  გუნდს  კარგი  თამაშისთვის,   სატრანსფერო  ფანჯრის   პერიოდში  დავიმატეთ  ოთხი  ახალი ფეხბურთელი, უახლოეს  დღეებში  შემოგვიერთდება ბრაზილიელი  ლეგიონერი  ბრუნო  მელო, რომელსაც  უთამაში  საქართველოში.  მატჩის  დაწყების  წუთიდანვე თამაშის  სადავეები  ხელთ  ვიგდეთ,  სწორად შევასრულეთ  მწვრთნელის  დავალებები   ვემზადებით  პლეი-ოფისთვის  ვიმედოვნებ, რომ  მივაღწევთ  სასურველ შედეგს,  გაძლიერდა  თითქმის  ყველა  გუნდი,   რთული  კონკურენციაა, ყველას  სურს  ჩემპიონობა და  საქართველოს  წარდგენა   ევროსარბიელზე.“

 



  © SBM, 2016-2024