ტატიშვილი კვლავ ლიდერია!

ყველა სიახლე
13 აპრილი 2018

ტატიშვილი კვლავ ლიდერია!

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  საქართველოს  ფუტსალის ლიგის XV ტურის  შეხვედრები  მიმდინარეობს, საინტერესოდ  წარიმართა  შეხვედრა    საქართველოს  ვიცე-ჩემპიონ  ტატიშვილსა და  გასული სეზონის  მესამე  ადგილოსან  თბილისს  შორის,მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ  ბრძოლაში  მიმიდნარეობდა, თუმცა  კლასის   ხარჯზე  „ მედიკოსებმა“მეტოქე 9:2  დაამარცხეს.

სიახლეებით  შეხვდება სანაკრებო  პაუზის  შემდეგ განახლებულ  ჩემპიონატს  "ტატიშვილი". გუნდის  მაისური  პირველად მოირგო  გიორგი  ქურდაძემ,  რომელმაც  დებიუტი  ორი  გატანილი  გოლით  აღნიშნა.  ტატიშვილის ოთხთვიანი  პაუზის  შემდეგ გოლით  დაუბრუნდა   ვახტანგ  ჯვარაშვილი.  გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან  კი  საუკეთესო   გიორგი  სილაგავა  იყო, რომელმაც სამი  გოლი  და  ორი საგოლე  გადაცემა  მიითვალა. თბილისის  მოთამაშეებიდან  კი დუბლით  თავი ლაშა  ჯოხაძემ  გამოიჩინა.

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

ალექსანდრე  ძაბირაძე,ტატიშვილის  მწვრთნელი:“ მართალია   თბილისმა ჩვენთან  9:2  წააგო, თუმცა  მატჩის  დასაწყისში  იბრძოლეს  ბიჭებმა. ჩვენს გუნდს რაც შეეხება,  ჩვენთვის  ყველა  თამაში გადამწყვეტია. სასაიხარულოა, რომ  ვახო  ჯვარაშვილი დაგვიბრუნდა. სატრანსფერო  ფანჯრის  პერიოდში  დავიმატეთ გიორგი  ქურდაძე,  რომელიც  დიდ  ფეხბურთს  თამაშობდა  თუმცა   არ  იყო  შორს  ფუტსალისგან  და   მას  ჰქონდა  კარგი  დებიუტი. დავიმატეთ ლიტვის  ნაკრების  ფეხბურთელი,  მცველია-  ვთვლით  რომ   გუნდში ერთი   მცველი ძალიან  გვჭირდებოდა და იმედი  მაქვს   ეს  შემადგენლობა  წარმატებას   მოგვიტანს."   

 



  © SBM, 2016-2024