სატრანსფერო სიახლეები ფუტსალის ლიგაში!

ყველა სიახლე
12 აპრილი 2018

სატრანსფერო სიახლეები ფუტსალის ლიგაში!

ორკვირიანი  პაუზის  შემდეგ  საქართველოს  ფუტსალის  ლიგა XV ტურის  შეხვედრებით, ხვალ 13  აპრილს განახლდება. მატჩები  ტრადიციულად  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ჩატარდება.

ამ  პერიოდის  განმავლობაში  გახსნილი  იყო სატრანსფერო  ფანჯარა, შესაბამისად SBM.GE დაინტერესდა,  რა სიახლეებია ამ  მხრივ ფუტსალის  ლიგაში  მოასპარეზე  გუნდებში.

განსაკუთრებით  აქტიური  და  საინტერესო კი საპლეიოფო  ზონაში  მყოფი  გუნდები აღმოჩნდა. 

 ტატიშვილი- „მედიკოსების“  რიგებში  იასპარეზებს  გიორგი  ქურდაძე, რომელიც  ფუტსალში  დიდი  ფეხბურთიდან გადმოვიდა,  6 თვის  წინ   ქურდაძე საფეხბურთო კლუბ   „გაგრას“ ღირსებას  იცავდა, ხოლო  ბოლოს  იგი ფუტსალის  სტუდენტურ  ლიგაზე   სპორტის უნივერსიტეტის  რიგებში ასპარეზებდა.

სიახლეები  კოლხი-გულრიფშის სამწვრთნელო  შტაბსაც  შეეხო.   ბაჰრამ  ნოვინის  ნაცვლად  კოლხს  ასევე  ირანელი  სპეციალისტი  მუჰსენ  ჰადირი  გაწვრთნის,  რომელიც   ბოლო   პერიოდის  განმავლობაში   ირანის  უმაღლესი  ლიგის  გუნდის „სარშრა მაშჰადის“  მთავარი  მწვრთნელის  პოსტზე   მუშაობდა.  რაც   შეეხება  ფეხბურთელებს- გუნდი  დატოვა,  გამორჩეულმა  ლიდერმა  ჰამედ  ჰოსეინზადემ,  თუმცა  ამით   გუნდში  ირანელი  ლეგიონერების  რიცხვი  არ  შემცირებულა,  კოლხი  გულრიფშის   ღირსებას რაჰმან სარანი  დაიცავს, რომელიც  ირანის  ნაკრების  კანდიდატი  იყო  და   ირანის  უმაღლესი  ლიგის  გუნდში „სარშრა მაშჰადში“ თამაშობდა. 

ყველაზე  ნაყოფიერად  სატრანსფერო  ფანჯარა  „აგორამ“ გამოიყენა, „ფინანსისტების“  რიგებში განაგრძობს  ასპარეზობას  „თბილისის“  ყოფილი  კაპიტანი  ოთარ  კუხალეიშვილი  და საუკეთესო  ბომბარდირი კახაბერ  გოგოხია.  ყოფილ  კლუბს  დაუბრუნდა გიორგი ალავიძე, რომელიც  გასულ  სეზონში „აგორას“ ღირსებას იცავდა. აგორაში  ითამაშებს  ასევე  ეროვნული  ნაკრების  მეკარე  დავით კეფაშვილი, რომელიც ბოლოს რუმინეთში  ასპარეზობდა. საქართველოში,  კერძოდ კი „აგორას“ რიგებში  განაგრძობს  კარიერას  ბრაზილიელი  ბრუნო  მელო,  რომელიც  გულშემატკივარს   კარგად  ახსოვს  „იბერია  სტარში“ ასპარეზობისას. 

საინტერესო სიახლეებია  საქართველოს  მოქმედი  ჩემპიონის   სტუ-თელასის ბანაკში.  „ენერგეტიკოსების“ რიგებში  ეროვნული  ნაკრების  ორი  ფეხბურთელი  ჩაირიცხა, შოთა  ჭანუყვაძე  და ზურაბ  ლუკავა, რომლებიც  ფუტსალის ლიგას მალტაში  გატარებული ერთი  სეზონის შემდეგ  დაუბრუნდნენ. თელასის  რიგებში განაგრძობს  ასევე  კარიერას “აგორას“   ყოფილი  კაპიტანი  ნიკოლოზ  დაჩანიძე. 

გარკვეული  სიახლეებია   ქვედა  ოთხეულის  რიგებშიც, სატრანსფერო ფანჯარა  13 აპრილს  დაიხურება.   

13  აპრილს  მეთხუთმეტე  ტურის პირველ შეხვედრაში 15:00  სტუ-თელასი მართვეს  დაუპირისპირდება, 17:00 კოლხი აფხაზეთს გაჯიბრება. 19:00 ტატიშვილი  თბილისს შეხვდება,  ხოლო  დღის  ცენტრალურ  შეხვედრაში 21:00 ბსუ აგორასთან  მოსინჯავს  ძალებს. ცენტრალური მატჩის   პირდაპირ  რეპორტაჟს  გულშემატკივარი  სილკ უნივერსალის  ეთერში  იხილავს.

 

 



  © SBM, 2016-2024