ბრინჯაოს ლიგის VIII ტური სენსაციურიად დაიწყო!
ყველა სიახლეახალი თბილისის ფრენბურთის არენა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის VIII ტურს მასპინძლობს. დღის სადებიუტო შეხვედრაში ერთმანეთს ბრინჯაოს ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი ინსტა და აუტსაიდერი M2 დაუპირისპირდა, დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა ინსტას უპირატესობით მიმდინარეობდა , თუმცა M2 ბოლო წამს ანგარიშის სხვაობა გაათანაბრა 3:3 და შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი დააფიქსირდა. დღის მორიგ შეხვედრაში კრედო დელუქს დეველოპმენტს შეხვდა, „ფინანსისტებმა“ მეტოქე მარტივად 7:2 დაამარცხეს და და პლეი-ოფში მოსახვედრად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს.
ბრინჯაოს ლიგის აუტსაიდერთა დაპირისპირებაში ხალიკ ბანკმა და ვივუსმა ქულები გაიყვეს, ფრედ 2:2 ითამაშეს და ჩემპიონატში სადებიუტო ქულებიც მოიპოვეს. ოქროს ლიგის პირველ შეხვედრაში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ GWP 5:4 დაამარცხა. შეხვედრა TTC-ს უპირატესობით მიმიდნარეობდა, თუმცა მეორე ნახევრის ბოლო წუთებზე GWP-მ ანგარიშის სხვაობა შეამცირა, თუმცა გათანაბრება ვერ შეძლო.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მერვე ტური ოქროსა და ბრინჯაოს ლიგის შეხვედრებით გაგრძელდება, დღის ცენტრალური შეხვედრა კი პატრულსა და პსპ-ს შორის გაიმართება.