4 დეკემბერს სუპერლიგის IV ტურის შეხვედრები გაიმართება

ყველა სიახლე
02 დეკემბერი 2016

4 დეკემბერს სუპერლიგის IV ტურის შეხვედრები გაიმართება

4 დეკემბერს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. მეოთხე ტურის შეხვედრებს სუპერლიგის გუნდები გამართავენ.

დღე სუპერლიგა B-ს მატჩებით აიღებს სტარტს. მიმდინარე გათამაშების ერთადერთი უქულოდ მყოფი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდი, სეზონის აღმოჩენას Funday Entertainment-ს დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ, სპორტული კლუბი ჯვაროსნების მეორე გუნდი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარსდგებიან. ეს უკანასკნელი სატურნირო ცხრილში ერთი ქულით უსწრებს მეტოქეს, შესაბამისად არც თუ კარგი სტარტის შემდეგ ამ შეხვედრაში ქულების მოპოვება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. 13:00 სთ-ზე დაიწყება ტრადიციული მეტოქეების, ევროკრედიტის და ვივუსის საფეხბურთო გუნდების დაპირისპირება. მიუხედავად სეზონის წინ მინიჭებული ფავორიტის სტატუსისა, სტარტი ორივე მათგანს მძიმე გამოუვიდა და ახლა ყოველ ქულას მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ტურს ლიდერთა ხუთეულში მყოფი გუნდების შეხვედრები დაასრულებს - საქართველოს უნივერსიტეტი თელავს დაუპირისპირდება, ხოლო უნიკრედიტი ზესტაფონის „ფეროს“ წინააღმდეგ ითამაშებს.

04.11.2016. სუპერლიგა B. IV ტური

11:00 ეთა - FUNDAY ENT

12:00 სკ ჯვაროსნები 2 - კსუ/CIU

13:00 სკ ევროკრედიტი - FC VIVUS.GE

14:00 FC UG - სკ თელავი

15:00 UNICREDIT.GE - სკ ფერო (ზესტ)

 

რაც შეეხება სუპერლიგა A-ს მეოთხე ტურის შეხვედრებს, პირველები ერთმანეთს გათამაშების აუტსაიდერი „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურისა“ და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდები დაუპირისპირდებიან. უჩვეულოდ, არა ლიდერების სტატუსით, ჩაატარებენ ერთმანეთის წინააღმდეგ შეხვედრას სკ ჯვაროსნები და მფკ ნატახტარი. თუკი ამ უკანასკნელს სამიდან მხოლოდ ერთი მოგება და სამი ქულა აქვს აქტივში, ჯვაროსნები ჯერაც უშედეგოდ განაგრძობენ ასპარეზობას. მომდევნო შეხვედრაში, ერთმანეთს სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი დანაშაულის პრევენციის ცენტრი და პსპ დაუპირისპირდებიან. სათამაშო დღეს, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ტელეკომპანია იმედის გუნდების დაპირისპირება დაასრულებს, რომელიც 19:00 სთ-ზე დაიწყება.

04.12.2016. სუპერლიგა A. IV ტური

16:00 GM ჭიათურა - სდსს

17:00 სკ ჯვაროსნები - მფკ ნატახტარი

18:00 CFCP – FC PSP

19:00 სფფ - ტვ იმედი

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024