"ლიგის კლასიკოში" ნატახტარმა იმარჯვა!

ყველა სიახლე
25 მარტი 2018

თბილისის  ოლიმპიურმა   სასახლემ  ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის  მორიგ  სათამაშე  დღეს  უმასპინძლა.  პსპ-ნატახტარის დაპირისპირებით დასრულდა.  სუპერლიგის   VIII ტური,  რომელშიც  ნატახტარმა  პსპ-ს  4:1 სძლია. გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან   საუკეთესო  გიორგი  სეფერთელაძე  იყო,   რომელიც  საკუთარ  გუნდს  ერთი  გოლითა  და  ორი  საგოლე   გადაცემით  დაეხმარა,  პსპ-ს  რიგებიდან  კი  ერთადერთი  გატანილი გოლის  ავტორი  გიორგი  აფციაურია. აღსანიშნავია  რომ  ეს "ფარმაცევტებისთვის"  ბოლო  ოთხ  შეხვედრაში   მესამე  მარცხია. 

რეგულარული ჩემპიონატის  დასრულებამდე  ერთი  ტურით  ადრე ცნობილია  ის რვა  გუნდი, რომელიც  პლეი-ოფში  იასპარეზებს, თუმცა   ყველაზე დიდ  ინტრიგად გულშემატკივრისთვის   რჩება  თუ  როგორ  დაწყვილდებიან  გუნდები  მეოთხედფინალურ  ეტაპზე.

 sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენატრებს

 გიორგი  სეფერთელაძე,  ნატახტარი: „ბიჭებმა  იბრძოლეს, ძველი მეტოქეები  ვართ, დიდი ხანია  უკვე  ვთამაშობთ  ერთმანეთთან და  ძალიან  კარგად  ვიცნობთ ერთმანეთს.  რაც  შეეხება  სატურნირო  მდგომარეობას  მხოლოდ  ადგილებია  გასარკვევი და  რაც  მაღლა  ვიქნებით  ცხრილში  უკეთესია, პსპ ჩვენი  პრინციპული  მეტოქეა, ძლიერი  გუნდია  და  მათთან  მოგება ყოველთვის  სასიამოვნოა.“

გივი კაციტაძე,  პსპ: „კარგი თამაში  იყო, რადგან  ჩვენი  და  ნატახტარის  თამაში  ყოველთვის  საინტერესოა,დარწმუნებული ვარ ისიამოვნა  მაყურებელმა, წავაგეთ  რამდენიმე  თამაში  ზედიზედ, მაგრამ  არაუშავს, რადგან  მთავარი ეტაპი  იწყება  პლეი-ოფები და   მობილიზება  უფრო მაქეთ გვაქვს  ვიდრე  სატურნირო მდგომარეობის  თვალსაზრისით. სამუშაო  გვაქვს  ბევრი, მოქმედი  ჩემპიონები  ვართ  და  თამაშს  აუცილებლად   გამოვასწორებთ.“

 



  © SBM, 2016-2024