ავერსმა რეგულარულ სეზონში პირველობა ვადაზე ადრე გაინაღდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახელეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე მიმიდნარეობს. ვერცხლის ლიგის, VIII ტურში ერთმანეთს ავერსი და RS დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ავერსის გამარჯვებით 5:1 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ავერსის თავდამსხმელი ირაკლი ბურჭულაძე იყო, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ „ფარმაცევტები" მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში უდანაკარგოდ ასპარეზობენ და ერთადერთი გუნდია წლევანდელ სეზონში, რომელსაც 100% შედეგი აქვს. ვერცხლის ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია და ბოლო ტურის წინ ერთადერთი ინტრიგა სატურნირო ცხრილში დასაკავებელი ადგილებია რის მიხედვითაც გუნდები პლეი-ოფში უნდა დაწყვილდნენ.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ირაკლი ბურჭულაძე, ავერსი: „ RS ამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. მართლაც კარგი ფეხბურთელებით. ჩემი აზრით პრინციპული შეხვედრა იყო ჩემპიონატის ლიდერებს შორის. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვიყავით ძლიერად, რადგან მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 7/7 მოგება გვქონდა და ამ ფაქტორმა გატეხა მოწინააღმდეგე. ჩვენ კიდევ უფრო მოტივირებულები ვიყავით მივაღწიეთ სასურველ შედეგს. 8/8 მოგება ჩემი აზრით აქამდე არავის არ ქონია და ძალიან მინდა გავიმარჯვოთ შემდეგ შეხვედრაში რომ რეგულარული ჩემპიონატი უდანაკარგოდ დავასრულოთ.“