დაძაბული "დერბი" ევროპაბეთის გამარჯვებით დასრულდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახელეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს. დრამატული და სანახაობრივი გამოდგა დღის ცენტრალურ შეხვედრა კროკობეთსა და ევროპაბეთს შორის. დერბიში ევროპაბეთმა 2:0 გაიმარჯვა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, ანგარიში შეხვედრის მე-40 წუთზე ევროპაბეთის კაპიტანმა გოგა მამარდაშვილმა გახსნა, რამდენიმე წამში კი საფინალო სირენასთან ერთად თორნიკე ქორჩილავამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
გოგა მამარდაშვილი, ევროპაბეთი: „ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით გვქონდა ჩვენი კონკრეტული მონახაზი ვფიქრობთ, რომ ასე თუ ისე შევასრულეთ ჩვენი დავალება, ველოდით რომ დაძაბული მატჩი გამოდგებოდა, ტრიბუნებმა მისი როლი ითამაშა, საბოლოო ჯამში ბოლო წუთზე გაგვიმართლა, ბოლო მონახაზი შევასრულეთ, გოლი გავიდა და გახარებული ვარ, საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ და მადლობა მინდა გადავუხადო ორივე გუნდს ასეთი ლამაზი თამაშისათვის, წინ კიდევ პლეი-ოფია.“
ლევან კოპალიანი, კროკობეთი: „დაძაბული მატჩი იყო, ატმოსფეროც დაძაბული იყო, ფეხბურთელებზეც დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, როგორც მოწინააღმდეგის მხირად ასევე გულშემატკივრიდან, ჩემი აზრით თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოს, შეხვედრის მიწურულს მოვეშვით, დავისაჯეთ და გავუშვით ორი დასანანი გოლი. შემდეგში გამოვასწორებთ და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.“
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სავსე ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობდა, გულშემატკივრებს შორის იყვენენ მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები, რომლებმაც მატჩის დაწყებამდე მოთამაშეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სპეციალური საჩუქრებიც მიიღეს.