ჯეოჰოლდინგმა ლიბერთი ბანკი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიიურ სასახელეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე მიმიდნარეობს. ერთმანეთს ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის გუნდები უპირისპირდებიან. დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა შეხვედრა ჯეოჰოლდინგსა და ლიბერთი ბანკს შორის, მატჩი ჯეოჰოლდინგის გამარჯვებით 5:4 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკით გაგა კირკიტაძე გამოირჩა, ხოლო ლიბერთი ბანკიდან დუბლი გიორგი ვეშაგურმა გაიფორმა. დღის სხვა შეხვედრაში ენერგო პრო ეთას დაუპირისპირდა და შეხვედრა 15:4 მოიგო.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.
გიორგი გაგუა, ლიბერთი ბანკი: „ძალიან დაძაბული თამაში იყო, ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ, პირველ ტაიმში ყველაფრით ვაჯობეთ უფრო მეტიც უნდა გაგვეტანა, მეორე ტაიმში კი თითქოს არც გამოვსულვართ და შედეგიც სახეზეა, მთავარია რომ პლეი-ოფში გასულები ვართ და ეს მწარე გაკვეთილი იქნება და უფრო მოვემზადებით შემდეგი ეტაპისთვის.“
ნოდარ მგალობლიშვილი, ჯეოჰოლდინგი: „ დაწყებით კარგად დავიწყეთ პირველი გოლიც გავიტანეთ, თუმცა მეტოქემ მოახერხა გარდატეხის შეტანა, უპირატესობაც მოიპოვა და ვფიქრობ რომ პირველი ტაიმში ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ. მეორე ნახევარში რაღაცეები შევცვალეთ, ცოტა გაგვიმართლა კიდევაც კარგი თამაში გამოგვივიდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება ჩვენთვის მეორე ადგილი შევინარჩუნეთ.“