მეორე წრის შემდეგ ოთხეული კიდევ უფრო გამოიკვეთა!
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის მეორე წრე XIV ტურის მატჩებით დასრულდა. ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს კოლხი და ბსუ დაუპირისპირდა და მატჩი კოლხის დამაჯერებელი გამარჯვებით 6:1 დასრულდა. ორ-ორი გატანილი გოლით გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ამირან ცხომარია და გიორგი ჭოხონელიძე გამოირჩნენ. ბსუ-ს ფეხბურთელებიდან კი ერთადერთი გოლი გოჩა გაბუნიას ანგარიშზეა. ორი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში კოლხი 32 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ბსუ-ს დარჩენილ შვიდ ტურში ოთხეულში მოსახვედრად განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდება.
ამირან ცხომარია, კოლხი: „ჩვენთვის ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ბათუმი პლეი-ოფისთვის იბრძვის. ჩვენი ერთერთი მთავარი კონკურენტია. ძალიან კარგი გუნდია, რასაც ამტკიცებენ ჩემპიონატში. ვიცოდით რომ მძიმე თამაში იქნებოდა. ვინმეს არ ეგონოს ,რომ 6:1 მიუხედავად ადვილი თამაში მოვიგეთ, ამ მოგებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით პლეი-ოფისთვის. გოლს თუ არ გაიტან თამაშს ვერ მოიგებ, ჩვენ შევძელით რეალიზება მომენტების და აისახა კიდეც ანგარიშზე. მინდა ავღნიშნო ჩვენი მეკარე, რომელიც ძალიან გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეა, რაც დიდ როლს თამაშობს ჩვენს გუნდზე.