ორი წრის შემდეგ ტატიშვილი ერთპიროვნული ლიდერია

ყველა სიახლე
23 მარტი 2018

ორი წრის შემდეგ ტატიშვილი ერთპიროვნული ლიდერია

 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში, საქართველოს  ფუტსალის  ლიგის XIV ტურის  შეხვედრები  მიმდინარეობს. შეხვედრა   ლიგის  აუტსაიდერ  აფხაზეთსა და გათამაშების ლიდერ  ტატიშვილს  შორის,  "მედიკოსების" გამარჯვებით  5:0 დასრულდა. ტატიშვილმა ამ  გამარჯვებით   მეორე  წრე  სატურნირო  ცხრილში  პირველ  ადგილზე   დაასრულა.  გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან    დუბლით  გაგა  თიბილაშვილი  გამოირჩა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

 ბექა  ონიანი,  ტატიშვილი: „ მართალია  აფხაზეთი  არ  არის  ლიდერებს  შორის,  მაგრამ  ვიცოდით, რომ   მარტივი  თამაში  არ იქნებოდა, რადგან  სამი  ფეხბურთელი გვაკლდა,  პირველი ტაიმის   შემდეგ  ტრამვის  გამო  გამოგვაკლდა ერთ-ერთი ლიდერი გიორგი  სილაგავა,   შესაბამისად  ცოტანი ვიყავით.   თუმცა   გავიმარჯვეთ,  მეორე  წრე  დავასრულეთ  პირველი  ადგილით რაც  ჩემთვის  ძალიან  სასიხარულოა.  რეგულარული ჩემპიონატის  პირველ  ადგილზე  დასრულება   ამ  ეტაპზე  ითვლება   ჩვენი გუნდის   მთავარ  მიზნად.

 


  © SBM, 2016-2024