ავთანდილ ასათიანი: "არ გვაქვს ფუფუნება ექსპერიმენტები ვატაროთ!"
ყველა სიახლე
4-5 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და მათზე დასწრება თავისუფალია.
ინგლისის ეროვნული გუნდი ევრო 2018-ის შესარჩევ ტურნირში წინა საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და „დ“ ჯგუფში ალბანეთის, ბულგარეთისა და მალტის ნაკრებებს დაუპირისპირდა. გამართული სამი შეხვედრიდან ინგლისელებმა ორი მოიგეს, თუმცა ლიდერ ალბანეთს სამი ქულით ჩამორჩნენ და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს.
sbm.ge გთავაზობთ ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენატრს
ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „2018 წელს, ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან პირველ ამხანაგურ შეხვედრებს ჩავატარებთ. ნაკრების თამაშებს ყოველთვის დიდი მოლოდინი აქვს, არ აქვს მნიშვნელობა ამხანაგურია ეს თუ ოფიციალური თან როდესაც საკუთარ კედლებში თამაშობ, ფიქრობ შედეგზეც.სიმართლე რომ გითხრათ ამ შეხვედრებში ჩემთვის ტაბლოს მნიშვნელობა არ ექნება, თუმცა რა თქმა უნდა მოედანზე მოსაგებად გავალთ. მინდა სიახლეები მოვსინჯო, ახალი შემადგენლობა, კომბინაციები... ეს ორი თამაში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. იქნება თუ არა ახალი მოთამაშეები ვერ გეტყვით, საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვარ. აქცენტს მაინც ძირითად ბირთვზე გავაკეთებ, არ გვაქვს ფუფუნება რომ ექსპერიმენტები ვატაროთ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ არ იქნება სიახლეები და ახალი სახეები. მაგალითისთვის გეტყვით რომ საფრთხის ქვეშაა, გია ნიკვაშვილის და ბუთა კაკაბაძის ნაკრებში გამოძახების საკითხი, რადგან დამოკიდებულებივართ მათი კლუბის შედეგზე მალტის ჩემპიონატში სადაც ფინალს თამაშობენ და იმ შემთხვევაში თუ წააგებენ 24 მარტის შეხვედრას მესამე თამაშის ჩატარება მოუწევთ და ვერ დაგვეხმარებიან. რაც შეეხება მეტოქეს არ არის ხელ წამოსაკრავი გუნდი, ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს ინგლისს და ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ამ თამაშზე.“