ინსტამ მნიშვნელოვანი ქულები ნაბეღლავთან მოიპოვა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე მიმიდნარეობს, ერთმანეთს ოქროსა და ბრინჯაოს ლიგის გუნდები ხვდებიან. დაძაბული საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა მატჩი ინსტასა და ნაბეღლავს შორის რომელიც ინსტას გამარჯვებით 3:2 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით მინდია ჯალიაშვილი გამოირჩა, ნაბეღლავს მოთამაშეებიდან გოლები ნიკა ჩალაძემ და ლაშა სამხარაძემ გაიტანეს, თუმცა ეს მათი გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ირაკლი კიკვიძე, ნაბეღლავი: „ დღევანდელ შეხვედრაში ფორტუნა ჩვენს მხარეს არ იყო, ბევრი ბურთი ვერ გავიტანეთ და რეალური საგოლე მომენტების რეალიზება ვერ შევძელით. მოწინააღმდეგე გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰქონდა და ვფიქრობ შეიძლებოდა ამ კომპონენტის ჩვენდა სასიკეთოთ გამოყენება. ჩვენი გუნდის ძალიან დიდი მინუსი დღევანდელ შეხვედრაში ასევე უყურადღებობა და კონცენტრაციის ნაკლებობა იყო. გუნდი მეორე ტაიმში მოიშალა, დაღლილობა დაეტყო და ყველა ამ ფაქტორმა მიგვიყვანა ამ შედეგამდე.“
დავით გოგსაძე, ინსტა: „მართლაც ძალიან საინტრესო და დაძაბული მატჩი იყო. შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ მალევე გავედით წინ, მართალია გაგვითანაბრეს, თუმცა ორბურთიანი უპირატესობა თავიდანვე გვქონდა, ბოლო წუთებში დაღლა დაეტყო ჩვენს გუნდს. რაც მოწინააღმდეგე გუნდში ნაკლებად შეინიშნებოდა, ბევრი ცვლილება გააკეთეს, აქტიური პრესინგი ითამაშეს და ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა საბოლოოდ იღბალი ჩვენს მხარეს აღმოჩნდა და ჩემი აზრით დავიმსახურეთ დღეს მოგება."