კრედომ და კროკობეთმა ქულები გაიყვეს!

ყველა სიახლე
18 მარტი 2018

კრედომ და კროკობეთმა ქულები გაიყვეს!

 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის   მორიგი  სათამაშო  დღე  მიმიდნარეობს,   ერთმანეთს  ოქროსა და  ბრინჯაოს  ლიგის  გუნდები  ხვდებიან. დაძაბული  საინტერესო  და  სანახაობრივი გამოდგა  დღის  ცენტრალური  შეხვედრა  კრედო ბანკსა და  კროკობეთს  შორის, მატჩი  ფრედ  2:2 დასრულდა. შეხვედრაში პირველი  გოლი  მატჩის  მეხუთე  წუთზე  კრედოს  ფეხბურთელმა ვალერი  ზანგურმა  გაიტანა,  წონასწორობა    29-ე   წუთზე  ლევან  კოპალიანმა  აღადგინა,   ლევან ჩიხრაძემ  "ბანკირები"  32-ე  წუთზე კვლავ  დააწინაურა   ხოლო  შეხვედრაში  საბოლოო  წერტილი   "კროკოს"  კაპიტანმა  ნიკოლოზ  პაქსაშვილმა   დასვა  და  ტაბლოზე  მატჩის  საბოლოო ანგარიში  დააფიქსირა, 2:2.  კროკობეთი აღნიშნული შედეგით  სატურნირო  ცხრილში  19 ქულით  McGill-ს გაუთანაბრდა და  მეორე  პოზიციაზე  იმყოფება. 


sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

ნიკოლოზ  პაქსაშვილი, კროკობეთი: „რთული  თამაში  იყო , ვიცოდით  რომ  კრედო  ძალიან  ძლიერი  გუნდია. გვქონდა  ხარვეზები,  შევეცდებით  ვიმუშავოთ  ამ   ხარვეზების  გამოსწორებაზე.  დღევანდელი  თამაშში იყო  შთამბეჭდავი  მომენტები.   დასანანი ფრეს გამო  McGill-ს  ვერ  გავუსწარით.   ის  ხარვეზები  რომელიც  გვქონდა  ძვირად  დაგვიჯდა.  ჩვენი  ყველაზე  სუსტი  კომპონენტი   დღევანდელ შეხვედრაში იყო  დაცვა.

ვალერი  ზანგური, კრედო ბანკი: "ძალიან  მაგარი   თამაში იყო,  არცერთი  წუთი  არ  ყოფილა  ისეთი  მოდუნების  საშუალება  გვქონოდა,  შეხვედრაში  ბევრი  გამოკვეთილი მონაკვეთი  იყო,  აქედან   გამოვყოფდი  ბოლო  მონაკვეთს  როდესაც მეორმოცე წუთზე   ვერ  გამოვიყენეთ  რეალური  შანსი  გამარჯვების  გოლის  გატანის. ვერ  მოვიგეთ  იმიტომ  რომ  გვყავდა  ძლიერი  მოწინააღმდეგე  და შეიძლება  ითქვას  რომ  ფორტუნაც  არ  იყო  ჩვენს  მხარეს.“

 



  © SBM, 2016-2024