პატრულის შემდეგ, ბაქსვუდმა არმიაც დაამარცხა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე მიმიდნარეობს, ერთმანეთს ოქროსა და ბრინჯაოს ლიგის გუნდები ხვდებიან. დაძაბული საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა შეხვედრა არმიასა და ბაქსვუდს შორის. მატჩი ბაქსვუდის გამარჯვებით 4:3 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი ახლანძემ გაიფორმა. ბაქსვუდმა 17 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
გიორგი ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „ჩვენი გუნდის მეკარემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ურთულესი დაპირისპირება იყო. ძალიან დაძაბული, მაგრამ საბოლოო ჯამში მონდომების, მობილიზების, გუნდურობის და კლასის ხარჯზე მოვახერხეთ მატჩის ჩვენს სასარგებლოდ დასრულება. ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ სატურნირო ცხრილში დავწინაურდით და ეხლა ის მომენტია, როდესაც თითოეულ ქულას მნიშვენლობა აქვს.“
გიგა ბერაია, არმია: „ ჩემი აზრით სანახაობრივი თამაში გამოდგა საერთო ჯამში დაძაბული თამაში იყო, მეტოქემ გამოცდილებით გვაჯობა, ვერ მოვახდინეთ მომენტების რეალიზება, ძალ-ღონე არ დავიშურეთ, ვიბრძოლეთ, მაგრამ დავმარცხდით. წარმატებებს ვუსურვებ ბაქსვუდს."