აფხაზეთი - თბილისი 3:8. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
16 მარტი 2018

აფხაზეთი - თბილისი 3:8. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ფუტსალის  ლიგის XIII ტური  აფხაზეთისა და თბილისის დაპირისპირებით  გაგრძელდა. აუტსაიდერთა  ბრძოლაში  თბილისმა  აფხაზეთი  8:3 დაამარცხა. გამარჯვებული  გუნდის  რიგებში და  შეხვედრაში   საუკეთესო  კახა  გოგოხია  იყო, რომელმაც  5  ბურთის  გატანა შეძლო.

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

კახა  გოგოხია,  თბილისი: „ არ  იყო  მარტივი  შეხვედრა. მატჩის  პირველ   ნახევარში  ვერ შევძელით  ბევრი  საგოლე  მომენტის  რეალიზება,   თუმცა  გავიმარჯვეთ  და ანგარიშით  კმაყოფილი ვარ,   ჩემს  მიერ  გატანილ  გოლებზე  მნიშვნელოვანი  ანგარიშია. ძალიან  მცირე  შანსი  გვაქვს  ოთხეულში  მოხვედრის  მაგრამ  ბოლომდე  ვიბრძოლებთ,  დასაკარგი  არაფერი  გვაქვს.“

 შეგახსენებთ, რომ  XIII ტურმა  სტატრტი  ქუთაისში   მართვე  კოლხის  დაპირისპირებით  აიღო,  შეხვედრა  კოლხის  გამარჯვებით  13:7 დასრულდა,   დღის მორიგ  შეხვედრაში   ბსუ- ტატიშვილს  დაუპირისპირდება, ხოლო  ტურის  ცენტრალური  მატჩი   თელასსა  და  აგორას  შორის   21:00   დაიწყება.   გულშემატკივარი მატჩის  პირდაპირ  ტრანსლაციას სილკ  უნივერსალის პირდაპირ  ეთერში იხილავს.      

 

 

 



  © SBM, 2016-2024