კოლხი 16 მარტამდე პირველია!

ყველა სიახლე
13 მარტი 2018

კოლხი 16 მარტამდე პირველია!

  საქართველოს ფუტსალის  ლიგის  XIII ტურმა  სტარტი ქუთაისის სპორტის სასახლეში  კოლხისა  და მართვეს დაპირისპირებით აიღო. შეხვედრაში კოლხმა  ფავორიტის  სტატუსი  გაამართლა  და   მატჩი 13:7  მოიგო.

მართვეს  რიგებიდან დუბლი ოთარ  ბერეჩიკიძემ გაიფორმა.   ხოლო კოლხის  მოთამაშეებიდან სამ სამი  გატანილი გოლით  ჰამედ ჰოსეინზადე და  ომით ნაბათალიზადე გამორჩნენ.

XIII ტური  თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში 16 მარტს  გაგრძელდება. აფხაზეთი თბილისს დაუპირისპირდება,   ბსუ - ტატიშვილს, ხოლო  ტურის ცენტრალურ  შეხვედრაში  აგორა  თელასს დაუპირისპირდება.

 



  © SBM, 2016-2024