ავერსი შვიდმატჩიან უდანაკარგო სერიას განაგრძობს!

ყველა სიახლე
11 მარტი 2018

ავერსი შვიდმატჩიან უდანაკარგო სერიას განაგრძობს!

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017/18 წწ  სეზონის  მორიგი   სათამაშო  დღე მიმიდნარეობს ერთმანეთს   ვერცხლის  ლიგისა და  სუპერლიგის  გუნდები  უპირისპირდებიან.  საინტერესო  გამოდგა  მატჩი ავერსსა და  საქართველოს  ბანკს  შორის,   შეხვედრა  გათამაშების  ლიდერმა  ავერსმა  3:2 მოიგო. გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან  დუბლი დავით  გითოლენდიამ  გაიფორმა,  ხოლოო  „ფინანსისტებში“ ორი  გოლი   გიორგი  ცაგარეიშვილის  ანგარიშზეა.  ვერცხლის  ლიგის  სატურნირო ცხრილს   21  ქულით  ერთპიროვნულად  „ავერსი“ ლიდერობს.

Sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის შემდგომ  კომენტარებს

 ირაკლი  გამყრელიძე, საქართველოს ბანკი: „მივულოცავ  მოწინააღმდეგე  გუნდს.  სატურნირო  ცხრილის  ლიდერია  და  მართლაც  ძალიან  კარგი  გუნდია 7/7 გამარჯვება  აქვს.   ჩვენ  გამოვედით მოტივაციით  რომ დაგვემარცხებინა   და  პირველი  ქულები  დაეკარგათ  ჩვენთან.  მოკლე  სათადარიგოთა   სკამმა  და  ბევრმა  ტრავმირებულმა   მოთამაშემ  არ  მოგვცა  საშუალება ჩანაფიქრის  განხორციელების,  ამას  დაემატა  რომ მწვრთვნელის  გარეშე  ვითამაშეთ  და  ვერ ვიღებდით  შესაბამის  დარიგებებს. ავერსს წარმატებას  ვუსურვებ.“

 კობა სიგუა, ავერსი: „მოწინააღმდეგე  გუნდს  მადლობა  ღირსეული  თამაშისთვის, ამ  მოგებით  ლიდერობა  შევინარჩუნეთ, წელს  უდანაკარგოდ  მივდივართ. საქართველოს  ბანკი  შარშანდელი ვერცხლის  ლიგის  გათამაშების  ფინალისტია, ძლიერი გუნდია, თუმცა  ვეცადეთ  და  გავიმარჯვეთ. ჩვენი  გუნდი დაელოდება   შემდეგ ტურს  და  შემდეგ  დავიწყებთ მზადებას  პლეი-ოფებისთვის.“

 

 



  © SBM, 2016-2024