მაუდმა ტვ იმედი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წწ სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმიდნარეობს ერთმანეთს ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის გუნდები უპირისპირდებიან. დაძაბული და საინტერესო გამოდგა შეხვედრა მაუდსა და ტვ იმედს შორის რომელიც მაუდის გამაჯვებით 3:2 დასრულდა. დღის დარჩენილ შეხვედრებში ავერსი საქართველოს ბანკს ხოლო სფფ-ი UG-ის დაუპირისპირდება. SSPS-მა კი ენერგო-პროს 8:4 მოუგო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
კოტე მიგინეიშვილი, იმედი: „ რთული შეხვედრა იყო, ჩვენმა გუნდმა ვერ გამოიყენა მომენტები და ასეთ შემთხვევაში როდესაც მომენტს ვერ გამოიყენებ ვერც მოიგებ, გაიმარჯვა გუნდმა რომელმაც საგოლე კომბინაციები გოლად აქცია. ასეთ შეხვედრებში იღბალიც საჭიროა რაც დღეს ჩვენს მხარეს ნამდვილად არ ყოფილა, რაც შეეხება შანსებს წინ ორი თამაშია და ორივე უნდა მოვიგოთ, რთული ამოცანაა. მალე თასის თამაშები დაიწყება, ბუნებრივია მასზე გადავერთვებით და იქ მოვახდენთ კონცენტრაციას.“
თორნიკე ბახტაძე, მაუდი: „ მოტივირებულები ვიყავით და უფრო მეტად გამოცდილები მეტოქეზე, თავიდან თამაში გაგვიმარტივდა, ბოლოს ძალიან დაიძაბა სიტუაცია, თუმცა ყველაფერი დამთავრდა ალბათ ისე როგორც ველოდებოდით. სატურნირო ცხრილს რაც შეეხება ზედა ეშელონზე გადავინაცვლეთ. მთლიანობაში ჩვენ პლეი-ოფებისთვის ვემზადებით და ჩვენი მთავარი მიზანი ფინალში თამაშია.“