თბილისის მერია - ლიბერთი ბანკი 1:3. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
11 მარტი 2018

თბილისის მერია - ლიბერთი ბანკი 1:3. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017/18 წწ  სეზონის  მორიგი   სათამაშო  დღე მიმიდნარეობს.  ერთმანეთს   ვერცხლის  ლიგისა და  სუპერლიგის  გუნდები  უპირისპირდებიან .   დაძაბული და  საინტერესო  გამოდგა  შეხვედრა  თბილისის  მერიასა  და  ლიბერთი  ბანკს  შორის  რომელიც  „ფინანსისტების“  გამარჯვებით 3:1  დასრულდა. დღის  სხვა  შეხვედრებში   ელიტა ბურჯმა  ეთას  6:2  მოუგო,  RS -მა  კი  ჯეო ჰოლდინგთან  ფრედ 3:3 ითამაშა.  

Sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის შემდგომ  კომენტარებს

მიხეილ ყიასაშვილი, თბილისის მერია: „პირველ რიგში  მივულოცავ  მეტოქეს  გამარჯვებას  დამსახურებულად  მოიგეს ,  ჩვენს  გუნდს  კი  გადამწყვეტ  მომენტებში  არ  გაუმართლა და  მოწინააღმდეგემაც  არ  გვაპატია შეცდომები. თამაშის  ხარისხით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ შედეგით  არა.“

ირაკლი მურმანიშვილი, ლიბერთი ბანკი: " ძალიან  კარგი მეტოქე  გვყავდა,  რომელსაც  დალაგებული ჰქონდა  თამაში  და  ზუსტ პასებს  აკეთებდა.  რთული და  დაძაბული თამაში  იყო, ჩვენმა  გუნდმა  მონდომების  ხარჯზე  მოიგო, რადგან  უფრო  მოტივირებულები გავედით  მოედანზე.  მწვრთნელის  დავალება  შევასრულეთ  და  საჭირო  სამი  ქულა  მოვიპოვეთ, დღეს  ჩემი სადებიუტო შეხვედრა  იყო  და  საკუთარი თავით  კმაყოფილი  ვარ.“ 

 



  © SBM, 2016-2024