კოლხმა სამეულში ადგილი განიმტკიცა

ყველა სიახლე
09 მარტი 2018

კოლხმა სამეულში ადგილი განიმტკიცა

 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ფუტსალის  ლიგის XII ტური კოლხისა და  თელასის დაუპირისპირებით  დასრულდა.  ტურის  ცენტრალური მატჩი, დაძაბული და  სანახაობრივი გამოდგა საბოლოოდ კი  კოლხის გამარჯვებით  3:2 დასრულდა.

შეხვედრაში  დუბლი კოლხის ფეხბურთელმა   გიორგი  ჭოხონელიძემ  გაიფორმა,  ხოლო თელასის  რიგებიდან   საუკეთესო  მოთამაშედ  კახა  მაისაია  დასახელდა. თელასის  მარცხით   სატურნირო  ცხრილში მნიშვნელოვანი  ძვრებია,  ბსუ  სამი  ქულით  ჩამორჩება  მეოთხე ადგილზე   მყოფ  თელასს რაც  იმაზე  მეტყველებს  რომ  "სტუდენტები" პლეი-ოფში მოსახვედრად რეალურ შანსებს ინარჩუნებენ.

ცხრილის  სათავეში  28 ქულით   აგორაა, მეორე  ადგილს 27  ქულით ტატიშვილი იკავებს, ხოლო  კოლხმა  26 ქულით  ცხრილში  მესამე ადგილი  დაიმტკიცა.

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

კახა მაისაია, თელასი: "დაძაბული  თამაში  იყო, ეს  იყო  შეხვედრა, რომელშიც  მაყურებელი  ნამდვილად  ისიამოვნებდა.  დღეს  საფეხბურთო  ფორტუნა  არ აღმოჩნდა  ჩვენი  გუნდის  მხარეს, იყო ძალიან  ბევრი  შანსი  რაც   ვერ  გამოვიყენეთ  და   ეს  ჩვენთვის  ძალიან რთულია.  წინ   მნიშვნელოვანი  თამაშებია , გვაქვს  დანაკლისი,  თუმცა  ჩვენი  გუნდი  აუცილებლად  იტყვის  სათქმელს  ჩემპიონატში. ასევე  მინდა  გამოვყო  ბსუ,  რომელიც  ძალიან  მოგვიახლოვდა  სატურნირო  ცხრილში, თითქმის  ყველა  გუნდთან  თანაბარი  თამაშებია, ღირსეული გაიმარჯვებს და  ვიმედოვნებ  რომ ეს  ღირსეული  ჩვენ  ვიქნებით." 

 გიორგი ჭოხონელიძე, კოლხი: "ჩვენი  გუნდი  თამაშობს  ძალიან  კარგად  და  ეს  გუნდურობა  სახეზეა. მოვემზადეთ  დღევანდელი შეხვედრისთვის, რადგან  ვიცოდით რომ  დაძაბული თამაში  იქნებოდა, თელასი კარგი გუნდია, თუმცა  საფეხბურთო  იღბალი  დღეს  ჩვენს  მხარეს  აღმოჩნდა.  ამ  მოგებით  კი  კოლხმა  დიდი ნაბიჯი  გადადგა ოთხეულში  მოსახვედრად.  წინ  კიდევ ერთი წრეა და  ყველაფერი წინ არის."  

 

 



  © SBM, 2016-2024