ბილტმორის "ქამბექი" ევროპაბეთთან
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიური სასახლე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ. სეზონის მორიგ სათამაშო დღეს მასპინძლობს. VI ტურის შეხვედრებს ოქროსა და ბრინჯაოს ლიგის გუნდები მართავენ. დაძაბული და საინტერესო გამოდგა ბრინჯაოს ლიგის შეხვედრა ევროპაბეთსა და ბილტმორს შორის რომელიც ფრედ 3:3 დასრულდა, მთელი შეხვედრის განმავლობაში ევროპაბეთი ლიდერობდა, თუმცა ბილტმორმა ჯერ ანგარიშს შემცირება შემდეგ კი ათანაბრება შეძლო.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ირაკლი ხარებავა, ევროპაბეთი: „დაღლილები ვიყავით დანაკლისი გვქონდა კაპიტნის სახით, ცოტაც არ გაგვიმართლა, წამებმა გადაწყვიტა დღევანდელი შეხვედრის ბედი. ბოლოს გაშვებულ გოლზე მთელი გუნდი ვაგებთ პასუხს და ვართ დამნაშავეები. ბოლომდეც ვერ მოვინდომეთ. მოწინააღმდეგე უფრო მოტივირებული იყო და შედეგიც სახეზეა.“
ზაზა ლომსაძე, ბილტმორი: „პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს ბრძოლისთვის, პირველ ტაიმში ორი გოლი გავუშვით, მეტოქე თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა , თუმცა ბოლო წუთამდე მოგების იმედი გვქონდა, გაგვიმართლა, მატჩის უკანასკნელი მომენტი როცა ერთი-ერთზე დავრჩი მეტოქესთან გამოვიყენეთ და გადამწყვეტი გოლი გავიტანე. საერთო ჯამში კი რაც აქამდე გვითამაშია ყველაზე დაძაბული თამაში დღეს იყო.“