4 მარტის სათამაშო დღე განსაკუთრებული სიახლით აღინიშნა

ყველა სიახლე
04 მარტი 2018

4 მარტის სათამაშო დღე განსაკუთრებული სიახლით აღინიშნა

 ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  4 მარტის   სათამაშო  დღე განსაკუთრებული  სიახლით აღინიშნა.  დღეიდან  გულშემატკივარს  ჰქონდა  შანსი  სპეციალური  გათამაშების  საშუალებით  სათამაშო  დღის  პარტნიორისგან   პრიზები   მოეგო.  პატრული-ბაქსვუდის  შეხვედრის  შესვენებისას   დღის  პარტნიორმა   კარაოკე-ბარმა  "ვინტაჟმა "  8 და 10 კაციან მენიუები გაათამაშა.   ასევე ლიგის პარტნიორისგან  სამმა  გულშემატკივარმა  ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ პრიზები მიიღო.  

მარიამ კიკოლიაშვილი, კარაოკე-ბარ "ვინტაჟის" პიარმენეჯერი: " სპორტული  სააგენტო SBM და  კარაოკე-ბარი ვინტაჟი წელს  პირველად  თანამშრომლობენ,  თანამშრომლობის  ფარგლებში  ტარდება  გათამაშება  ცენტრალურ  შეხვედრაზე  მოსული  გულშემატკივრებისთვის,  ჩვენის  მხრივ ვათამაშებს  8 და  10  კაციან   მენიუებს.  ჩვენთვის  სასიხარულოა  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  მხარდაჭერა."

 აქციას არ ქონდა   ერთჯერადი სახე, პერმანენტულად  გაგრძელდება  და  დარბაზში მოსულ გულშემატკივარს  მიეცემა   საშუალება სათამაშო დღის  პარტნიორებისგან  სხვადასხვა  პრიზების  მოიგოს.  



  © SBM, 2016-2024