სეზონის პირველი მარცხი - პატრულმა ბაქსვუდთან წააგო

ყველა სიახლე
04 მარტი 2018

სეზონის პირველი მარცხი - პატრულმა ბაქსვუდთან წააგო

თბილისის  ოლიმპიური  სასახლე, ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017/18 წ.წ. სეზონის  მორიგ სათამაშო დღეს  მასპინძლობს. 

VI ტურის შეხვედრებს ოქროსა და ბრინჯაოს ლიგის გუნდები მართავენ.  დაძაბული და  საინტერესო  გამოდგა  დღის  ცენტრალური  შეხვედრა პატრულსა და ბაქსვუდს  შორის.მატჩი ბაქსვუდის  გამარჯვებით  3:1 დასრულდა.  შეხვედრის  მე-9 წუთზე  ანგარიში ბაქსვუდის  მოთამაშე-მწვრთნელმა  ალიკ  სარქისიანმა  გახსნა. ზუსტად ერთ  წუთში  უპირატესობა  გიორგი ახლანძემ  მოიპოვა,  წონასწორობის  აღდგენა  მალევე  რევაზ  ინჯგიამ  შეძლო.   შეხვედრაში  გამარჯვების  მომტანი  გოლი  კი  გიორგი ვაშაკიძემ  გაიტანა.

 სბმ.გე  გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

 დავით  მამაცაშვილი, ბაქსუდი: „ძალიან  რთული შეხვედრა  იყო, თუმცა  ჩვენი  გამოცდილი მწვრთნელის  ტაქტიკით და  ჩვენი  გუნდურობით   ვიბრძოლეთ და  შევძელით  გამარჯვება,  ჩვენი მეტოქე  გამოცდილი და  შეთამაშებული   პატრული  იყო,  შეხვედრის  ბოლო წუთები  იყო ძალიან  დაძაბული და  სანახაობრივი.“

გიორგი ფურცელაძე,პატრული: „ცენტრალურმა  მატჩმა  გაამართლა. მინდა  მოწინააღმდეგე  გუნდს  მივულოცო დამსახურებული გამარჯვება,  ჩვენს გუნდში  საკადრო  პრობლემებია, ტრამვები გვაქვს,  რის  გამოც  ვერ  მოვიგეთ  დღევანდელი შეხვედრა, არაუშავს მთელი  სეზონი წინ არის. მოწინააღმდეგე  გუნდს  ჰყავდა  გამორჩეული  მეკარე , რადგან  ვთვლი  რომ    ისეთი  ბურთები აიღო რომლებმაც  მატჩის  ბედი  გადაწყვიტა.“   



  © SBM, 2016-2024