ტრადიციული მეტოქეების დაპირისპირება ნატახტარის გამარჯვებით დასრულდა
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიური სასახლე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ. სეზონის მორიგ სათამაშო დღეს მასპინძლობს. VI ტურის შეხვედრებს ოქროსა და ბრინჯაოს ლიგის გუნდები მართავენ.
სათამაშო დღემ სტარტი ბრინჯაოს ლიგის გუნდების დაპირისპირებით აიღო, სადაც კრედომ ტერაბანკs 4:1 მოუგო, ინსტამ ხალიკ ბანკი 9:2 დაამარცხა, დელუქსმა M2 4-2 გაიმარჯვა.
სათამაშო დღე ოქროს ლიგის მატჩებით გაგრძელდა, არმიამ GWP.-ს 4:1 სძლია. დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა ოქროს ლიგის შეხვედრა ნატახტარსა და საქართველოს ფოსტას შორის, მატჩი ნატახტარის გამარჯვებით 4:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საუკეთესო ზურა ჩიტიაშვილი იყო რომელმაც დუბლი გაიფორმა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
გიორგი სეფერთელაძე, ნატახტარი: „როგორც ძველ მეტოქეებს,ბევრი ურთიერთ შეხვედრა ჩაგვიტარებია, ვიცით ერთმანეთის პლიუს-მინუსები, ძალიან კარგი გუნდია საქართველოს ფოსტა, თუმცა ჩვენმა გუნდმა გამოცდილების ხარჯზე მოახერხა შეხვედრის მოგება, ანგარიშიდან როგორც ჩანს მარტივი თამაში არ ყოფილა, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს რომ დღევანდელი შეხვედრა მოგვეგო.წარმატებას ვუსურვებ როგორც ჩემს გუნდს ასევე მოწინააღმდეგეს.“