პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებაში ტატიშვილმა მოიგო

ყველა სიახლე
03 მარტი 2018

პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებაში ტატიშვილმა მოიგო

თბილისის  ოლიმპიურმა სასახლემ   საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  XI ტურის  დასკვნით  შეხვედრას უმასპინძლა. საქართველოს  მოქმედი  ჩემპიონი სტუ-თელასი , ვიცე-ჩემპიონ  ტატიშვილს  დაუპირისპირდა  და   პრინციპული  მეტოქეების  დაპირისპირება  ტატიშვილის  გამარჯვებით  4:1  დასრულდა.  ტატიშვილის  რიგებიდან  დუბლითა  და  ერთი  საგოლე  გადაცემით  ვახტანგ  კეკელია  გამოირჩა,  ხოლო  თელასის  მოთამაშეებიდან ერთადერთი  გოლი   დავით გეგეშიძის  ანგარიშზეა. დღევანდელ  შეხვედრას  მნიშვნელობა  ჰქონდა  სატურნირო  ცხრილის  თვალსაზრისით, რადგან  ამ  მოგებით  ტატიშვილმა  სატურნირო  ცხრილში  მეორე  ადგილზე  გადაინაცვლა, ცხრილის სათავეში კვლავ  აგორაა, მესამე  პოზიციას  კოლხი იკავებს  23  ქულით, ხოლო, მეოთხე  ადგილზე  მყოფ თელასს  22  ქულა  აქვს. 

Sbm.ge  გთავაზობთ მატჩის  შემდგომ კომენატრებს

გიორგი  სალაგავა, ტატიშვილი: "რთული შეხვედრა იყო,  მარტივი  თამაში  არცერთი არ არის, რაზეც  სატურნირო ცხრილიც  მეტყველებს.  ქულა-ქულაში  მიდის  თამაში. კარგი  გუნდია  თელასი, ჩვენი  გამარჯვება  განაპირობა  პირველ  ტაიმში  ორი  გოლის  გატანამ. ღირსეული  მეტოქე  გვყავდა თელასის  სახით.  მივულოცავ  ჩემს  გუნდს  გამარჯვებას,  გვქონდა  შეცდომები  დღევანდელ  თამაშში, მაგრამ  გამოსწორებადია  და  მათ აღმოფხვრაზე  ვიმუშავებთ.    

 

 



  © SBM, 2016-2024