ლიდერი დამარცხდა!

ყველა სიახლე
02 მარტი 2018

ლიდერი დამარცხდა!

თბილისის  ოლიმპიურმა სასახლემ   საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  XI ტურის  შეხვედრებს უმასპინძლა.   დაძაბული და  საინტერესო  გამოდგა ტურის  ცენტრალური შეხვედრა   აგორასა და  კოლხს  შორის, რომელიც   კოლხის  გამარჯვებით  6:4  დასრულდა და ამ მარცხით  აგორამ  შვიდმატჩიანი უდანაკარგო სერია დაასრულა.  

 კოლხის  მოთამაშეებიდან  სამი  გატანილი  გოლით  გიორგი  ჭოხონელიძე  გამოირჩა,  მოწინააღმდეგე  გუნდიდან  კი   დუბლი  ჯანო  გიორგაიამ  გაიფორმა. 

Sbm.ge  გთავაზობთ მატჩის  შემდგომ კომენტარებს

დავით  ბობოხიძე,აგორა: „ველოდით  რომ  მძიმე თამაში  იქნებოდა.ჩემი აზრით ცოტა  მოვდუნდით  მეორე  ტაიმში,  მიგვყავდა  თამაში  და ძალიან  ვირწმუნეთ  გამარჯვება.  მოწინააღდეგემ  ორმაგად  მოინდომა  დაუფასდათ, მივულოცავ.  ჩვენის  მხრივ კი  ვეცდებით   იგივე  შეცდომები არ დავუშვათ.  დაძაბულობა  რაც  ამ  ეტაპზე  სატურნირო  ცხრილშია  კანონზომიერია.  ოთხივე  თანაბარი  დონის  გუნდები ვართ.  დიდი  მნიშვენელობა  არ აქვს  ვინ  რომელ ადგილას  დაასრულებს  რეგულარულ   ჩემპიონატს, თუმცა  პრესტიჟის  საქმეა  და  ჩვენც  ვეცდებით  ვიბრძოლოთ  პირველობისთვის.“

 ამირან  ცხომარია,  კოლხი: „აგორა  საკმაოდ ძლიერი  გუნდია, რაზეც  სატურნირო  ცხრილის  მდგომარეობაც  მეტყველებს.  დაძაბული თამაში  იყო, პირველ ტაიმში  არ  წაგვივიდა თამაში  ისე  როგორც  დაგეგმილი  გვქონდა, თუმცა  მეორე  ნახევარში გამოვედით  მობილიზებულები  მწვრთნელის  დავალება  შევასრულეთ   და   სასურველ  შედეგს მივაღწიეთ,  ჩვენთვის   ამ თამაშს  დიდი  მნიშვნელობა  ჰქონდა,  ვფიქრობ რომ  ამ  გამარჯვებით  ერთი  ნაბიჯი  გადავდგით  პლეი-ოფისკენ.“

XI ტური თელასი  ტატიშვილის დაპირისპირებით  დასრულდება.    

 



  © SBM, 2016-2024