დღის მატჩი: პატრული vs ბაქსვუდი და სიახლე გულშემატკივრებისთვის

ყველა სიახლე
02 მარტი 2018

დღის მატჩი: პატრული vs ბაქსვუდი და სიახლე გულშემატკივრებისთვის

4 მარტს, თბილისის  ოლიმპიური  სასახლე, ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის  2017/18 წ.წ. სეზონის  მორიგ სათამაშო დღეს  უმასპინძლებს. 

VI ტურის შეხვედრებს ოქროსა და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ. 

სათამაშო დღე სტარტს ბრინჯაოს ლიგის გუნდების დაპირისპირებით აიღებს - 11:00 სთ-ზე, „საბანკო დერბიში“ ურთიერთობას ტერაბანკი და კრედო გაარკვევენ,    მომდევნო შეხვედრაში ხალიკ ბანკი ინსტას დაუპირისპირდება, „სამშენებლოების დერბიში“ კი დელუქს დეველოპმენტის მეტოქე M2 იქნება. ბრინჯაოს ლიგის შეხედრები დაასრულებს კვირის სათამაშო დღეს, ბილტმორი ევროპაბეთს დაუპირისპირდება, კროკობეთი ვივუსთან ეცდება მორიგი სამი ქულის მოპოვებას, ხოლო გათამაშების ლიდერი მკგილი, ნაბეღლავს შეხვდება.

 

04.02.2018. ბრინჯაოს ლიგა. VI ტური

11:00 ტერაბანკი - კრედო

12:00 ხალიკ ბანკი - INSTA

13:00 დელუქსი –M2

20:00 ბილტმორი - ევროპაბეთი

21:00 კროკობეთი - Vivus.ge

22:00 ნაბეღლავი - McGill

 

საინტერესო შეხვედრები გაიმართება ოქროს ლიგაში. 14:00 სთ-ზე არმია GWP-ის დაუპირისპირდება, საქართველოს ფოსტა კი ნატახტართან გაარკვევს ურთიერთობას. დღის  ცენტრალურ  შეხვედრაში 16:30 სთ-ზე ერთმანეთს  პატრული და  ბაქსვუდი  შეერკინებიან. 18:00 სთ-ზე დაიწყება ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, პსპ-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდებს შორის.

 

სასიამოვნო სიახლე ელოდება დღის ცენტრალურ მატჩზე დარბაზში მოსულ გულშემატკივარს - შეხვედრის შესვენებისას, სათამაშო დღის პარტნიორი, კარაოკე-ბარი „ვინტაჟი“  8 და 10 კაციან მენიუებს გაათამაშებს. გათამაშდება ასევე, ლიგის პერტნიორის, ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ პრიზებიც.

 

04.03.2018. ოქროს ლიგა. VI ტური

14:00 არმია - GWP

15:00 საქართველოს ფოსტა - ნატახტარი

16:30 პატრული - ბაქსვუდი

18:00 TTC – PSP

ამავე დღეს გაიმართება სუპერლიგის მეექვსე ტურის გადადებული შეხვედრა, 19:00 სთ-ზე ტვ იმედი ფეხბურთის ფედერაციის გუნდს დაუპირისპირდება.

04.03.2018. სუპერლიგა. VI ტური

19:00 ტვ იმედი - სფფ

 

***

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: „ნაბეღლავი“, ენერგეტიკული სასმელი „ბუღა“, SNAP Fitness Georgia, იზოტონური და ვიტამინიზირებული სასმელი OSHEE,  რადიო ენერჯი 104.7,  ტელეკომპანია „იმედი“, კომპიუტერული კომპანია GT GROUP, იურიდიული ჯგუფი „McGill“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: Palitra News, რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, “თანამგზავრი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  tsff.ge, გაზეთი „ლელო”

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური



  © SBM, 2016-2024