მართვემ აფხაზეთი მეორედაც დაამარცხა
ყველა სიახლე27 თებერვალი 2018
ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის XI ტურმა სტარტი მართვესა და აფხაზეთის დაპირისპირებით აიღო. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 6:4 დასრულდა.
შეხვედრაში ორ -ორი გატანილი გოლით მართვეს მოთამაშეები ოთარ ბერეჩიკიძე და თამაზ გოგსაძე გამოირჩნენ. აფხაზეთის მოთამაშეებიდან კი სამი გოლი სპარტაკ ლომიძის ანგარიშზეა.
ფუტსალის ლიგის XI ტური, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორ მარტს ბსუ-თბილისისა და აგორა -კოლხის დაპირისპირებით გაგრძელდება და სამ მარტს ტატიშვილი- თელასის მატჩით დასრულდება.