ცენტრალურ შეხვედრაში მაუდმა საჭირო სამი ქულა მოიპოვა

ყველა სიახლე
25 თებერვალი 2018

ცენტრალურ შეხვედრაში მაუდმა საჭირო სამი ქულა მოიპოვა

 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში   ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის  2017/18წწ სეზონის  მორიგე  სათამაშო  დღე  მიმდინარეობს.   ერთმანეთს  სუპერლიგისა და   ვერცხლის  ლიგის  გუნდები  უპირისპირდებიან.  დღის  ცენტრალურ   მატჩში  ერთმანეთს   ნატახტარი  და მაუდი  დაუპირისპირდნენ , შეხვედრა   მაუდის  გამარჯვებით  6:2  დასრულდა.  ნატახტარის  მოთამაშეებიდან  საუკეთესო  ორი  გატანილი  გოლით  გიორგი  ყაზარაშვილი იყო,  ხოლო  მაუდის  ფეხბურთელებიდან  დუბლით  ლადო  ასათიანი  და  მიხეილ  იორამაშვილი   გამოირჩნენ. 

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის   შემდგომ  კომენტარებს

გიორგი  ყაზარაშვილი, ნატახტარი: " ძალიან  საინტერესო  გუნდია  ჩვენი  დღევანდელი  მოწინააღმდეგე,  კარგი  მოთამაშეებით  დაკომპლექტებული , სამწუხაროდ  დავმარცხდით. იმედია  კიდევ  მოგვეცემა  შანსი  ამ გუნდთან  თამაშის  და  იმედი  მაქვს  რევანშს  ავიღებთ. იყო   შეცდომები   რაც აღარ  უნდა  გავიმეოროთ  შემდეგ  თამაშებში." 

 თორნიკე ბახტაძე,  მაუდი: " თავიდან  დაძაბული  შეხვედრა  იყო. დაცვაში  პრობლემები  გვქონდა, თუმცა  საბოლოო ჯამში  გამოვასწორეთ შეცდომები.  თამაში  წავიყვანეთ  იმ  კუთხით, როგორც  ჩვენ  გვინდოდა  და   შედეგიც   დავდეთ, ველოდებოდით  მოგებას  და  მოვიგეთ  კიდეც."

 



  © SBM, 2016-2024