UG და აჭარამ ქულები გაიყვეს!

ყველა სიახლე
25 თებერვალი 2018

UG და აჭარამ ქულები გაიყვეს!

 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში   ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის   მორიგი სათამაშო  დღე  მიმდინარეობს.   ერთმანეთს  სუპერლიგისა და   ვერცხლის  ლიგის  გუნდები  უპირისპირდებიან. სუპერლიგის  VI ტურის  შეხვედრაში  აჭარის  ნაკრებმა  საქართველოს  უნივერსიტეტის  გუნდთან  შეხვედრა  ფრედ 5:5 ითამაშა დაძაბული და  სანახაობრივი   მატჩის  პირველი ნახევრი   UG-ის უპირატესობით  მიმდინარეობდა, თუმცა   შეხვედრის  მეორე  პერიოდში   "შავიზღვისპირელებმა"  5:1 -დან   ანგარიში   გაათანაბრეს, თუმცა   მოგება  ვერ შეძლეს.  საქართველოს  უნივერსიტეტის   ფეხბურთელებიდან  ორ-ორი  გატანილი  გოლით   ლაშა  ნინიკაშვილი და   გიორგი  ქურხული გამოირჩნენ. 

sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის   შემდგომ  კომენტარებს

 ლაშა  ნინიკაშვილი, UG: „ ძალიან  დაძაბული და  სანახაობრივი თამაში  იყო,  დიდი  უპირატესობით , კერძოდ  5:1  ვიგებდით  შეხვედრას   შემდეგ  მოვდუნდით,  დავკარგეთ  კონცენტრაცია  და მეტოქემ  ანგარიში  გაგვითანაბრა, სამწუხაროა  რომ  ვერ  მოვიგეთ  დღევანდელი  შეხვედრა  და  ასეთი  დიდი  უპირატესობის  გამოყენება ვერ შევძელით,  დიდი  მადლობა  მინდა  გადავუხადო  ორივე  გუნდს   ასეთი  კარგი  თამაშისთვის .“

 



  © SBM, 2016-2024