საქართველოს ბანკი - RS 2:1. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
25 თებერვალი 2018

საქართველოს ბანკი - RS 2:1. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში   ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის   მორიგი  სათამაშო  დღე  მიმდინარეობს.   ერთმანეთს  სუპერლიგისა და   ვერცხლის  ლიგის  გუნდები  უპირისპირდებიან. დაძაბული გამოდგა  ვერცხლის  ლიგის VI ტურის  შეხვედრა საქართველოს  ბანკსა და RS -ს  შორის,  მატჩი  მინიმალური  ანგარიშის  სხვაობით 2:1  დასრულდა.  ამ  მოგებით   საქართველოს  ბანკი  RS-ს სატურნირო ცხრილში  გაუთანაბრდა.

sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენატრებს

სოსო  ლორთქიფანიძე,  RS: ” შეხვედრა  თავიდან  დაბნეულებმა  დავიწყეთ, თუმცა  შემდეგ  გამოვასწორეთ, თუმცა  შეხვედრის  გადარჩენა  ვეღარ  შევძელით. წინ  არის  მთელი  ტურნირი  და  იმედი  მაქვს   გავალთ  ფინალურ  ნაწილში,   ჩვენი  დღევანდელი  მარცხი  დაცვაში   დაშვებულმა  შეცდომებმა   გამოიწვია.“

 გიორგი  ცაგარეიშვილი,  საქართველოს  ბანკი: „ კარგი  თამაში  გამოვიდა,  დაძაბულ  შეხვედრაში  ვძლიეთ   მოწინააღმდეგეს, მოვინდომეთ  და  ვფიქრობ  ღირსეულმა  გაიმარჯვა.  გუნდურობის  ხარჯზე  მოვიგეთ  დღევანდელი შეხვედრა, ერთ  გუნდად  ვიყავით  შეკრულები, მწვრთნელის  დავალებები  შევასრულეთ   ზუსტად  და  სწორედ  ამან  გამოიწვია  ეს  შედეგი.  



  © SBM, 2016-2024