ჯეო ჰოლდინგმა თბილისის მერიას სძლია
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგე სათამაშო დღე მიმდინარეობს. ერთმანეთს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები უპირისპირდებიან, საინტერესო გამოდგა ვერცხლის ლიგის VI ტურის შეხვედრა ჯეო ჰოლდინგსა და თბილისის მერიას შორის, მატჩი ჯეო ჰოლდინგის გამარჯვებით 5:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ხუთივე გოლი ნოდარ მგალობლიშვილმა გაიტანა. დღის პირველ შეხვედრაში ავერსი ეთას დაუპირისპირდა . ვერცხლის ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერმა ავერსმა გამარჯვება დღევანდელ შეხვედრაშიც არ დაუთმო ეროვნულ თავდაცვის აკადემიას და შეხვედრა 6:1 მოიგო.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
მიხეილ თოფურია, თბილისის მერია: „ ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, სტუმართა გუნდი უფრო მობილიზებული გამოვიდა , გვქონდა რიგი შეცდომები რის გამოც ვერ მოვახერხეთ შეხვედრის გადარჩენა, კონცენტრაციის დაკარგვა იყო ჩვენი გუნდის მთავარი შეცდომა. მივულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს და ვუსურვებ წარმატებას."
ნოდარ მგალობლიშვილი, ჯეო ჰოლდინგი:“მოვიგეთ, ჩვენი მთავარი მისია მოედანზე გასვლის წინ სწრაფი გოლის გატანა იყო, ეს დავალება შევასრულეთ, ამის შემდეგ გატყდა გუნდი და გაცილებით უფრო მარტივი აღმოჩნდა გამარჯვება, წარმატებული მატჩი მქონდა დღეს ხუთი გოლი გავიტანე და ძალიან მიხარია. თითოეულ გუნდს ვუსურვებ წარმარმატებას."