აგორამ აფხაზეთთან მოგებით ლიდერობა განიმტკიცა
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის IX ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აგორასა და აფხაზეთის დაპირისპირებით დაიწყო. სატურნირო ცხრილის ლიდერმა აგორამ მარტივად 6:0 დაამარცხა ცხრილის აუტსაიდერი აფხაზეთი და ამ გამარჯვებით ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიგა დანელიამ გაიფორმა, რომელიც 15 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენატრებს
ჯანო გიორგაია, აგორა: „მიუხედავად იმისა რომ ცხრილის აუტსაიდერს ვეთამაშეთ და სოლიდიური ანგარიშით მოვიგეთ მარტივი შეხვედრა არ ყოფილა, მოხარული ვართ რომ ამ გამარჯვებით გუნდს საჭირო და მნიშვნელოვანი ქულები მოვუტანეთ. გვქონდა შეცდომები, თუმცა კარგი ის იყო რომ ბურთს ვაკონტროლებდით და კარი მშრალად შევინახეთ.“
ტურის მორიგ თამაშებში მართვე თბილისს, ხოლო თელასი ბსუს შეხვდება, ცენტრალურ შეხვედრაში კი ტატიშვილი კოლხს დაუპირისპირდება, მატჩის ხილვა გულშემატკივარს 21:00 საათზე სილკ უნივერსალის პირდაპირ ეთერში შეეძლება.