ევროპაბეთი-McGill 0:1. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
18 თებერვალი 2018

ევროპაბეთი-McGill 0:1. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ახალი  თბილისის  ფრენბურთის  სასახლეში  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგის   მეხუთე  ტური  მიმდინარეობს.  შეხვედრებს  ბრინჯაოსა და  ოქროს  ლიგის  გუნდები   მართავენ.  დაძაბული და  სანახაობრივი გამოდგა ბრინჯაოს  ლიგის   შეხვედრა   ევროპაბეთსა  და McGill-ს  შორის, სადაც  „იურისტებმა“  მინიმალური ანაგარიშის  სხვაობით  1:0  იმარჯვეს.   მატჩის  ერთადერთი  გოლი  ბექა  წიკლაურის  ანგარიშზეა.  ამ გამარჯვებით McGill-ი სატურნირო  ცხრილის  სათავეში  მოექცა  და  15  ქულით  პირველ პოზიციაზეა. II- IV  პოზიციას 12-12 ქულით   ტერაბანკი, ბილტმორი და  კროკობეთი  ინაწილებენ.

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენატრებს

ბექა წიკლაური, McGill: “ძალიან  დაძაბული  შეხვედრა  იყო  წინა  შეხვედრის  მსგავსად.  ფორტუნა  დღევანდელ  დღეს  ჩვენს  მხარეს  აღმოჩნდა, გაგვიმართლა  და  მოვიგეთ.   მეტოქისგან  განსხვავებით   გამოვიყენეთ   რეალური  საგოლე  მომენტი,  დაცვაში   დალაგებულად  ვითამაშეთ და  ბურთს  სწორად  ვაკონტროლებდით  რის  შედეგადაც   შევინარჩუნეთ  ანგარიში.“

 



  © SBM, 2016-2024