ტურის ცენტრალური შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური მიმდინარეობს ახალი თბილისის ფრენბურთის დარბაზში, რომელშიც ერთმანეთს ოქროსა და ბრინჯაოს ლიგის გუნდები ეჯიბრებიან.
დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ოქროს ლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ. სფფ-სა და პსპ-ს შორის შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და პსპს გამარჯვებით 8:4 დასრულდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგებიდან დუბლით გიორგი ჩიქოვანი გამოირჩა, ხოლო პსპ-ს მოთამაშეებიდან ორ-ორი გატანილი გოლით საუკეთესოები ზაზა თელია, ლევან კუჭაშვილი და ნიკოლოზ კოპლატაძე იყვნენ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ლევან კობიაშვილი, სფფ: „რაც შეეხება დღევანდელ თამაშს უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგე უკეთესად გამოიყურებოდა, პირველ რიგში მინდა მივულოცო გამარჯვება. გათამაშების ლიდერები არიან, ჩვენს მდგომარეობას რაც შეეხება სატურნირო ცხრილში, კომფორტულად ვერ გამოვიყურებით, შემდეგი თამაშების და ღირსეულად ასპარეზობის იმედი გვაქვს.“
ნიკოლოზ კოპლატაძე, პსპ: „ჩვენთის დღევანდელი თამაში ძალიან აზარტული იყო. ვითამაშეთ ვეტერან ფეხბურთელებთან. ვლიდერობთ სატურნირო ცხრილს, შესაბამისად ჩვენი გუნდისთვის თითოეული ქულა მნიშვნელოვანია. შეხვედრას რაც შეეხება, უხვგოლიანი მატჩი იყო და იმედია ისიამოვნა გულშემატკივარმა.